გერმანიის ქალაქ ბონის მერიამ უძველესი პროფესიის წარმომადგენლებისთვის ქუჩებში სალარო აპარატები განათავსა.
ახალი წესების თანახმად, "სამუშაო ღამის" დაწყებამდე მეძავებმა ბილეთი უნდა შეიძინონ, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევათ კლიენტის მომსახურების უფლება.
სალარო აპარატებით მუშაობა მარტო იმ ქალებს მოუწევთ, რომლებიც სექსუალურ მომსახურებას ქუჩაში ეწევა. მათთვის ქალაქის მმართველობამ პარკირებისთვის განკუთვნილი მრიცხველები სალარო აპარატებად გადააკეთა და ეს ცვლილება "საგადასახადო სფეროში სამართლიანობის აღდგენით" ახსნა.
20:15-დან 06:00-მდე ერთი ღამით მუშაობისთვის ბილეთი 6 ევრო ღირს. უბილეთოდ მუშაობისთვის მეძავი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, მეორედ კი 100 ევროს ჯარიმას გადაიხდის. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში მას ქალაქში საქმიანობა აეკრძალება.