მალაიზიის ერთ-ერთი შტატის ხელისუფლებამ სამსახურებრივ რომანებთან ბრძოლის რადიკალური საშუალება მოიფიქრა: გაიცა განკარგულება, სახელმწიფო დაწესებულებებში სამუშაოდ აიყვანონ უმთავრესად ულამაზო ქალები.
კანტორებში ახლა უამრავი ვაკანსიაა: ისინი განკუთვნილია სუსტი სქესისათვის, მამაკაცებს არ შეუძლიათ ამ ადგილების დაკავება. მაგრამ რომელი ქალი ჩათვლის თავს უსახურად? ასეთს ხომ სანთლითაც ვერ იპოვი.