ადამიანები, იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანზე დაიბადნენ, ინდივიდუალური ხასიათის თვისებებით გამოირჩევიან.
ამიტომ მათთვის პირველ პაემანზე თავის მოწონებისთვის სხვადასხვა მეთოდია საჭირო. ჩვენ გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელშიც დეტალურად მოგითხრობთ, თუ როგორ უნდა მოხიბლოთ ესა თუ ის ზოდიაქოს ნიშანი პირველი ნაცნობობისას...
პაემანი მშვილდოსანთან
ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს მარტივად მოაწონებთ თავს, თუკი თქვენ მხიარული, ოპტიმისტი და უშუალო ხართ. ამიტომ მშვილდოსანთან პაემანი არცთუ რთული მისიაა არავისთვის. მაგრამ მშვილდოსანთან მთავარია არა პაემანი, არამედ მისი ინტერესის შენარჩუნება, რაც საკმაოდ რთული საქმე აღმოჩნდება და ამაში პრაქტიკაზეც დარწმუნდებით, თუკი ასტროლოგების რჩევის არ გჯერათ.
მშვილდოსანი იდეალისტია. ამიტომ თუკი თქვენ თავგადასავლების მოყვარული, პირდაპირი ადამიანი ხართ, რომელიც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე იწყებს ნაცნობობას, მას აუცილებლად მოეწონებით. თუმცა, შესაძლოა პირველივე პაემანზე გაგიმხილოთ, რომ თქვენ მისი ოცნების ქალი/მამაკაცი ხართ, მთელი ცხოვრება ზუსტად თქვენ გეძებდათ. ზუსტად ამაში ვლინდება მისი იდეალიზმი. იგი ყოველ ახალ პარტნიორში დაეძებს იდეალს, მომავალ იმედის გაცრუებამდე. თუმცა ჩვენი სტატია პირველ პაემანს შეეხება და არა თავად მშვილდოსნის შენარჩუნებას (რაზეც აუცილებლად ვისაუბრებთ მომავალში).
მაშ ასე, თქვენი პირველი პაემანი მშვილდოსანთან სასურველია, ბუნებაში შედგეს. საუკეთესო ვარიანტია, თუკი სულაც ქალაქგარეთ მიიპატიჟებთ, ან ლაშქრობაში ერთად გამგზავრებას შესთავაზებთ. მშვილდოსნები გიჟდებიან ხეტიალსა და თავგადასავლებზე. შესაბამისად, ქალაქის თუნდაც ყველაზე ძვირად ღირებულ რესტორანში დაგეგმილ პაემანს იგი სპონტანურად გამგზავრებას არჩევს სადმე. გაგრძელება