ნებისმიერი ადამიანი ამქვეყნად იბადება იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი და სხვებსაც მიანიჭოს საკუთარი არსებობით ბედნიერება.
თუმცა, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს, ხშირია ფაქტები, როცა პიროვნება ვერ ახერხებს თავისი ადგილის სწორად პოვნას ცხოვრებაში, ვერ პოულობს შესაფერის მეორე ნახევარს ან იდეალის დევნაში საბოლოოდ მარტო რჩება. ასტროლოგიური კვლევები, რომლებიც მარტოხელა ქალებზე ჩატარდა და მათი მარტოობის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებზე ძიებას დაეთმო, საბოლოოდ საინტერესო შედეგამდე მივიდა. გთავაზობთ იმ ქალების ტოპ-სამეულს, ვისაც პირად ცხოვრებაში ყველაზე ხშირად გააჩნია პრობლემები, საკუთარი ზოდიაქოს ნიშნის ნეგატიური თვისებებიდან გამომდინარე.
ვერძი
მისი პრობლემა ზედმეტად აგრესიული ხასიათი, მოუთმენლობა და სიფიცხეა. ვერძი ჯერ ამბობს (მოქმედებს) და მხოლოდ ამის შემდეგ იაზრებს, რა ჩაიდინა ან თქვა. გაბრაზებულ გულზე ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია, თუმცა შემდგომში ხშირად უხდება სანანებლად ეს. მისი ეჭვიანობაც არაერთგზისაა საპირისპირო სქესთან პრობლემების სათავე. ქალი ვერძი სკანდალების დიდოსტატია. ამიტომ უპრობლემოდ შეუძლია ნებისმიერ მამრს თავმოყვარეობა შეულახოს სახალხოდ გამართული ჩხუბითა და აყალმაყალით. იგი იმპულსური და ზედმეტად პირდაპირია, არ ფლობს ქალურ ეშმაკობას და დიპლომატიას, რის გამოც ხშირად ენგრევა ერთი შეხედვით ძალზე პერსპექტიულად შექმნილი ოჯახი. მამაკაცს ძალიან ღლის მისი ჰიპერაქტიური, აგრესიული და ფიცხი ხასიათი.
ქალწული
პრეტენზიული, მეწვრილმანე და ძუნწია. ქალწულის გრძნობები ყოველთვის გონებას ექვემდებარება. ამიტომ ყველაზე დიდი სიყვარულის დროსაც კი (თუ ასეთი არსებობს მის ცხოვრებაში) გონებით საზღვრავს, რაში გამოადგება მას ამ კონკრეტულ მამაკაცთან კავშირი და ღირს თუ არა, სამომავლოდ მას ცხოვრება ხანგრძლივი ვადით დაუკავშიროს. ხშირად ისეც ხდება, რომ ზედმეტი პრეტენზიულობის გამო ამბობს უარს ვინმესთან ურთიერთობაზე. ზოგიერთი მამაკაცის კბილები არ მოსწონს, ზოგის – ხმის ტემბრი ან მანერები ჭამის დროს. ამ ქალს ზოგჯერ ისეთი წვრილმანები აღიზიანებს გარშემო მყოფების ხასიათში, რომ შეიძლება სერიოზული საგამოძიებო კვლევის ხარჯზეც კი ვერ გაარკვიოთ, თუ კონკრეტულად რის გამო დაგიწუნათ და აღარ გააგრძელა თქვენთან ურთიერთობა. მას ძალიან უჭირს ზოგადად, ვინმეს მიღება. თუმცა, თუ ადამიანი ბევრი ფიქრისა და აწონ-დაწონვის შემდეგ შემოუშვა საკუთარ ცხოვრებაში, შეიძლება მეორე უკიდურესობაში გადავარდეს და სერიოზული უთანხმოებების შემდეგაც არ მისცეს მას წასვლის და თავისუფლად სუნთქვის საშუალება. გაგრძელება