სასიყვარულო ურთიერთობები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ინდივიდუალური სცენარით ვითარდება.
ამიტომ ერთისთვის მიუღებელი პარტნიორი, ვიღაც სხვისთვის შესაძლოა ცხოვრების აღმოჩენად იქცეს. ყველაფერი კი დამოკიდებულია პირადი ჰოროსკოპების თავსებადობაზე. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ კონკრეტულ ნიშანზე დაბადებული მამაკაცები, ვისაც ცხოვრებაში ყველაზე ხშირად აქვს პრობლემები ქალებთან და როგორც წესი, ასეთი კაცი არაერთი გატეხილი გულის ავტორია...
ტყუპი - გაორებული და არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს. ამასთან ერთად, მალე სწყინდება ერთი პარტნიორი და არც ოჯახური რუტინაა მისთვის მისაღები. თანაც, ენა საოცრად უჭრის და ქალებს თავს იოლად, პირველივე პაემანზე აყვარებს. თუმცა, თავისი დანაპირების 20%-საც კი არ ასრულებს არასოდეს. მისთვის მარტივია ორმაგი რომანების წამოწყებაც. ასევე, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია ფლირტის გარეშე.მშვილდოსანი - ზოდიაქოს ცნობილი "კაზანოვაა". როგორც წესი, ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ცხოვრების მანძილზე არაერთი რომანი და ქორწინება აქვთ. მშვილდოსნები იდეალისტები არიან, ამიტომ მარტივად შეიძლება შეუყვარდეთ ვინმე და ამ დროს გულით სჯერათ, რომ ეს ვიღაც მათთვის ერთადერთი და განუმეორებელია. თუმცა ეს რწმენა, სულ მალე ცხოვრებისეულ რეალობას ეჯახება და მშვილდოსანი სინდისის ქენჯნის გარეშე იწყებს ხოლმე ახალი და უფრო იდეალური პარტნიორის ძიებას. გაგრძელება