ხასიათის ისეთი შტრიხები, როგორებიცაა გადამეტებული პატივმოყვარეობა და დანარჩენებისთვის ზემოდან ყურების მოთხოვნილება, ადამიანებს ხშირად ცხოვრებისეული მოცემულობიდან გამომდინარე უყალიბდებათ (აღზრდა, ფინანსური წარმატება, ძალაუფლება და ა.შ).
თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ამპარტავნობისკენ მიდრეკილებას დიდწილად განაპირობებს ზოდიაქოს ნიშანიც. დღეს გეტყვით, თუ კონკრეტულად რომელიც ნიშნით დაბადებულ ადამიანებს შორის გვხვდებიან ყველაზე ხშირად ისეთი ინდივიდები, ვისთვისაც სიტყვა "თავმდაბლობა" უცხო ცნებაა.
ლომი - ლომის ზოდიაქოს პლანეტა-მფარველი მზეა, ამიტომ ამ ადამიანებს, ერთი მხრივ, გასაოცრად თბილი, დიდი გული აქვთ, მეორე მხრივ კი, უარყოფით გამოვლინებაში ამბიციურობა და ამპარტავნული გამოხდომებიც ახასიათებთ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გარემოში იზრდებოდა ლომი. თუკი მას ბავშვობიდან ასწავლეს სხვების თანაგრძნობა, სუსტების მფარველობა და გულისხმიერება, იგი ნაკლებად გაიზრდება ამპარტავან პერსონად. სხვა მხრივ კი, ლომების უგზო-უკვლო ქედმაღლობა და არაჯანსაღი ამბიციები ხშირად ხდება გარშემო მყოფებში გულისწყრომის საგანი.
თხის რქა - სატურნი, მმართველი პლანეტა თხის რქებს წესრიგისა და მიღებული ნორმების ბრმად მიდევნების უნარს ანიჭებს. თხის რქა მუყაითი და მშრომელია, პატივს სცემს წინაპრებს, ოჯახურ ტრადიციებს და საყოველთაოდ მიღებულ ფასეულობებს. თუმცა მას აქვს ერთი დიდი ნაკლი - ის სნობია. ამიტომ უარყოფითად განვითარებული თხის რქა პატივს მხოლოდ მასზე სტატუსით, განათლებით ან ფინანსურად მაღლა მდგომ ინდივიდებს სცემს, სხვა დანარჩენებს კი ქედმაღლურად ექცევა. ამასთან ერთად, ის ხშირად მალავს საკუთარ მდაბიო წარმოშობას და ცდილობს, შექმნას მითი გამორჩეული გენეოლოგიის შესახებ. გაგრძელება