ასტროლოგები თვლიან, რომ თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს მმრთველი პლანეტის თვისობრიობიდან გამომდინარე საკუთარი "წყარო" გააჩნია გამდიდრების, თუმცა რამდენად იყენებს ესა თუ ის კონკრეტული ინდივიდი პლანეტარული გავლენით მიღებულ შანსებს ეს სულ სხვა საკითხია და არაფერი აქვს საერთო ასტროლოგიასთან.
მოგეხსენებათ, ასტროლოგს მარტოოდენ თქვენს პოტენციალზე შეუძლია საუბარი, ხოლო ის რამდენად განავითარებთ ამ პოტენციალს რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ თქვენსავე შემართებასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.
ვერძების დიდი ნაწილის სიმდიდრის წყარო შოუბიზნესი, სამხედრო საქმე, იურისპრუდენცია წარმოადგენს. კუროებისთვის საუკეთესო გზა დიდი კაპიტალის დასაგროვებლად არის უძრავი ქონებით ვაჭრობა, კვების ობიექტები, კერძო ბიზნესი, ფერმერული საქმიანობა.ტყუპი ჭეშმარიტად "დიდ კუშს" ხსნიან საგამომცემლო საქმეში, ჟურნალისტიკაში, წარმატებით ამუშავებენ მედია-პროექტებს. კირჩხიბი დიდ კაპიტალს დააგროვებს თუკი ანტიკვარიატის ყიდვა-გაყიდვა-შეფასებით, საოჯახო სასტუმროების ბიზნესით ან სარესტორნო ქსელის მართვით დაკავდება.
ლომი კოლოსალურ ფინანსებს მოიზიდავს თუკი წავა პოლიტიკაში, ხელს მოკიდებს შოუბიზნესის სფეროების განვითარებას, დაკავდება იმპრესარიოს ან პროდიუსერის საქმიანობით. ქალწულის საქმე მედიცინაა. ამიტომ ასტროლოგები ურჩევენ ქალწულს ფული სამედიცინო პროექტებით იშოვნოს. არანაკლებ გამართლებულია ქალწულის შემთხვევაში საბანკო-საფინანსო სფეროებში მოღვაწეობა. სასწორის რეალური შემოსავლის წყარო არის ყველა ის საქმე, რომელიც შუამავლის როლს ითვალისწინებს. იგი კარგი იურისტი შეიძლება დადგეს. გარდა ამისა, დიდი ფულის შოვნა სასწორს სახელოვნებო სფეროებში მოღვაწეობით შეუძლია - მოდა, არქიტექტურა, დიზაინი. გაგრძელება