ივლისის შუა პერიოდს პლანეტების საკმაოდ კეთილგანწყობილი კომბინაციები ემთხვევა.
რაც იმას ნიშნავს, რომ დამდეგი კვირა მეტ-ნაკლებად ჰარმონიული შეიძლება აღმოჩნდეს სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. თუმცა, უფრო კონკრეტულად ქვემოთ ვისაუბრებთ...
ვერძისთვის მიმდინარე კვირა სასიყვარულო ურთიერთობების გამყარების შანსებს მოიტანს. იდეალური დროა, საყვარელ ადამიანთან ერთად დაგეგმოთ ვიქენდი.
კუროს მიმდინარე კვირის მანძილზე მოეთხოვება, აუცილებლად გადადგას ქმედითი ნაბიჯები ურთიერთობის გასამყარებლად და გასარკვევად. იდეალური დროა საიმისოდ, რომ დააკანონოთ თქვენი ურთიერთობები.
ტყუპისთვის ეს კვირა საკუთარ პრიორიტეტებში გარკვევის დროა. დაფიქრდით, რა გსურთ თქვენ და არა რას ელიან თქვენგან გარშემო მყოფები.
კირჩხიბს ვარსკვლავები ურჩევენ, რომ ინიციატივა აიღონ საკუთარ თავზე და დასძლიონ თანდაყოლილი სიმორცხვე, რომელიც ამ ეტაპზე ხელს შეუშლით მათ პირად ურთიერთობებში.
ლომმა აუცილებელია, რომ როგორმე გაართვას თავის რუტინას, რომელიც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ჩამოწვა. სასურველია მეტი ფანტაზიის უნარი გამოიჩინოთ.
ქალწულების უმეტესობას მიმდინარე კვირა საკუთარ გრძნობებში ტყვეობას ჰპირდება. სასურველია, გათავისუფლდეთ ილუზიებისგან და ობიექტურად შეხედოთ უკვე არსებულ ურთიერთობებს.
სასწორმა სასურველია, ნაკლებად მოახდინოს მოვლენების დრამატიზება, რისი ტენდენციაც მას აუცილებლად ექნება. სასურველია, გადაწყვეტილებები ცივ გონებაზე მიიღოთ. გაგრძელება