ცხოვრება რთული რამაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანები ინდივიდუალურად აღიქვამენ თავს დატეხილ პრობლემებსა და სირთულეებს.
თუმცა, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ცხოვრება კარმული მიზეზებით წარმოქმნილი პრობლემების ჯაჭვია და თითოეული უსიამოვნება თუ სირთულე რაიმე კონკრეტულის მანიშნებელია ჩვენთვის. ან ვცდებით, ან საკმარისად მზად არა ვართ, ან პირიქით, მზად ვართ ტრანსფორმაციისთვის და შიში გვიბინდავს თვალებს...
1. გახსოვდეთ, შინაგანი გარეგანს უტოლდება ყოველთვის.
2. მსგავსი კი მუდამ იზიდავს მსგავსს.
3. მაქსიმალური ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენში შინაგანად. იმიტომ, რომ ამაზეა დამოკიდებული თქვენ ირგვლივ განვითარებული მოვლენები.
4. თუკი გარშემო ამჩნევთ ისეთ რამეს, რაც გამუდმებით იწვევს თქვენში მძაფრ ემოციებს (არ აქვს მნიშვნელობა ნაგეტიურს/პოზიტიურს), დაფიქრდით, მსგავსი რამ თქვენშიც არსებობს. ამისგან გაკვეთილი უნდა მიიღოთ.
5. თუკი სხვა ადამიანებში კონკრეტული საქციელი (მიდრეკილებები) გაღიზიანებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად თავადაც ფლობთ იმავე მიდრეკილებებს.
6. თუკი გაუცნობიერებლად არიდებთ თავს სიტუაციებს და ადამიანებს, ე.ი. მათ ჩვენს ცხოვრებაში ტკივილის და ტრანსფორმაციის მოტანა შეუძლიათ.
7. არასოდეს გაასამართლოთ საკუთარი თავი ჩადენილი საქციელის გამო. მიიღეთ გაკვეთილი და გააგრძელეთ სვლა წინ.
8. გახსოვდეთ, ნებისმიერი სიტუაცია იქმნება ან ვითარდება თქვენივე ფიქრების, აზრებისა და ემოციების შედეგად!
9. შინაგანი ბლოკატორი (სხვადასხვა რამის შიში) იწვევს ამა თუ იმ მოვლენის გააქტიურებას ჩვენს ცხოვრებაში.
10. თუკი თქვენ ერთსა და იმავე სიტუაციაში ბევრჯერ ხვდებით, ერთსა და იმავეს იღებთ ადამიანებისგან, იდენტური წარუმატებლობა გაქვთ რომანებში, ე.ი. სამყარო განიშნებთ, რომ არასწორ ნაბიჯებს დგამთ და გზა, რომელიც თქვენია, აბსოლუტურად სხვა მიმართულებით მიდის. გაგრძელება