არსებობს მოსაზრება, რომ ჭკვიანი ქალები ქმრებს კარიერის კეთებაში ეხმარებიან, სულელები და პრეტენზიულები კი მისი და ზოგადად ცხოვრების დანგრევაში.
მოკლედ, დღეს გვინდა, ყველაზე ყოჩაღი და გამჭრიახი ცოლების "ოქროს სამეული" გაგაცნოთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით...
ვერძი - ერთი შეხედვით აუტანელი ხასიათი აქვს, ანჩხლია, ფიცხი, პირდაპირ იცის ყველაფრის მოხლა. თუმცა, თუკი ვერძს კარგად დააკვირდებით და ოსტატურად შეარჩევთ მასთან მიდგომის პოლიტიკას, მისგან საუკეთესო ცოლი, ერთგული პარტნიორი, შესანიშნავი დედა და ჩინებული დიასახლისი დგება. ქალი ვერძი აქტიური, ამბიციური და მიზანმიმართულია, ამიტომ მამაკაცს, რომელსაც მის ქმრობაზე აქვს პრეტენზია, მოუწევს მთელი ცხოვრება საკუთარი მიღწევების დახვეწაზე იზრუნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქალი ვერძი მას უბრალოდ გაეყრება. ამბიციურობა უბიძგებს ამ ქალს იმისკენაც, რომ მეუღლის კარიერის კეთებაში თავადაც ლომის წილი ჩადოს და იყოს მეორე ნახევრის ყველაზე დიდი მხარდამჭერ-გულშემატკივარი პროფესიული წინსვლისას.
ტყუპი - ასტროლოგები ხუმრობენ, რომ ამ ქალის ცოლად მოყვანით მამაკაცი თავისებური "ასტროლოგიური ჰარემის" მფლობელი ხდება. ქალი ტყუპი მრავალმხრივი, საოცრად მომხიბვლელი, კომუნიკაბელური, ზომიერად სექსუალური და განათლებული ქალია. მას აქვს ნიჭი ნებისმიერ სიტუაციაში ეჭიროს თავი მოწოდების სიმაღლეზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეუღლეს ყველგან გაჰყვება მხარის დასაჭერად, დაწყებული საფეხბურთო მატჩით საქმიანი მოლაპარაკებით დამთავრებული. ტყუპი ქალი არ განეკუთვნება ზედმტად ეჭვიანთა კატეგორიას, ამიტომ მეუღლეს საკმარის თავისუფლებას აძლევს ყოველთვის. გარდა ამისა იგი საოცრად მოქნილი, სწრაფი და ჭკუამხიარულია. საოჯახო საქმეებთან ერთად, ბავშვების მოვლასაც ასწრებს, მუშაობასაც და ჭორების გავრცელებას. მოკლედ, სუპერცოლია ყველა გაგებით. გაგრძელება