როგორ გგონიათ, ტყუილის თქმა ოსტატურად ყველა ადამიანს ხელეწიფება?
ასტროლოგები თვლიან, რომ სულაც არ გახლავთ ასე. არსებობენ ტყუილში დახელოვნებული და პირიქით, ტყუილის აბსოლუტურად უუნარო ზოდიაქოს ნიშნები.
მიჩნეულია, რომ ცეცხლის სტიქიის ნიშნებს ყველაზე მეტად არ ეხერხებათ ტყუილების თქმა. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ვერძი. ვერძები, როგორც წესი, იშვიათად ტყუიან და ძალიან უნიჭოდ აკეთებენ ამას. მშვილდოსნები უფრო გაზვიადებისკენ არიან მიდრეკილნი. ხოლო ლომები საკუთარ თავმოყვარეობას არ აკადრებენ ტყუილს. ძნელად ტყუიან, თუმც კი დამაჯერებლად მიწის სტიქიის წარმომადგენლები. კუროებს, თხის რქებსა და ქალწულებს, როგორც წესი, ტყუილი გამოუვალ სიტუაციაში ახასიათებთ. თუმცა, მათი გამოტეხვა ტყუილში საკმაოდ ძნელია. დახელოვნებულად ტყუიან, თუმც კი უხალისოდ წყლის სტიქიის ნიშნები. კირჩხიბები, თევზები და მორიელები შესანიშნავად ახერხებენ საკუთარ ტყუილში გარშემო მყოფების დაჯერებას იმიტომ რომ, იშვიათად განვითარებული ფანტაზიის უნარი აქვს ამ ხალხს. გაგრძელება