აგვისტოს თვე საკმაოდ აქტიური და დინამიკური იქნება, როგორც მოვლენების, ისე ფინანსური საკითხების კუთხით.
ამიტომ სასურველია, ასტროლოგების რჩევები გაითვალისწინოთ.
ვერძების დიდ ნაწილს აგვისტოში ფულის ხარჯვის მანია წამოუვლის. თუმცა აჯობებს, მხოლოდ აუცილებელი შენაძენით შემოიფარგლოთ, თუ არ გსურთ, რომ თვის ბოლოს ვალებში შეხვდეთ.
კუროს უმნიშვნელო, მაგრამ ფინანსური გაუმჯობესება აუცილებლად ელის აგვისტოში. შესაძლოა, შემოსავალი დაუგეგმავიც იყოს.
ტყუპს თვის დასაწყისში შესაძლოა ბევრი პრობლემა და წინააღმდეგობები შეხვდეს. განსაკუთრებით დაძაბული იქნება ურთიერთობა ზემდგომებთან. გაბრაზებულ გულზე, მთელ თქვენ დანაზოგს ნუ გაანიავებთ. სიტუაცია დალაგდება და ფული ისევ დაგჭირდებათ.
კირჩხიბები აგვისტოში ზედმეტად გულჩვილები გახდებიან და შესაბამისად, გაუთვალისწინებელ ხარჯებსაც ვერ ასცდებიან ოჯახის წევრებისა და ნათესავების გამო, რაც თვის ბოლოს კარგი მიზეზი იქნება მათთვის საწუწუნოდ.
ლომებს აგვისტოში საკუთარ თავთან შინაგანი კონფლიქტები ელით. ერთი მხრივ, მომგებიან, მაგრამ ავანტიურისტულ ფინანსურ გარიგებაზე გაუჭირდებათ უარის თქმა, მეორე მხრივ კი, შესაძლოა, ეგომ შემოუტიოთ და მთელი ფული საკუთარ სიამოვნებაზე გაფლანგონ.
ქალწული აგვისტოში ახალი მეთოდით ფინანსების გამომუშავებაზე დაფიქრდება. პარალელურად კი, კარგი შანსი მიეცემა გარკვეული თანხების დასაზოგად.
სასწორები ამ თვეში დიდი ცდუნების წინაშე აღმოჩნდებიან, გაინებივრონ თავი, თუმცა საჭიროებასა და სიამოვნებას შორის სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ. გაგრძელება