ასტროლოგები თვლიან, რომ ხასიათის ისეთ თვისებებს, როგორებიცაა სიდინჯე და მოთმინება, ზოდიაქოს ყველა ნიშანი არ ფლობს.
შეგხვედრიათ ალბათ გამორჩევით იმპულსური, ფეთქებადი და მოუთმენელი ადამიანები. როგორ გგონიათ, რომელ ზოდიაქოს მიეკუთვნებიან ისინი? ჩვენ გეტყვით ამას...
ვერძი - მოუთმენლობაში ჩემპიონია. როგორც წესი, ვერძები ეგოცენტრიკები არიან. ყველაფერი უნდათ დღეს და ახლა. ამიტომ ნებისმიერი წინააღმდეგობისას რქებით ეჯახებიან ყველაფერს. როგორც წესი, მათ იოტის ოდენი მოთმინებაც კი არ გააჩნიათ საიმისოდ, რომ დაწყებული საქმეები დაასრულონ, თუკი გზაზე დაბრკოლებას წააწყდნენ.
ტყუპი - ორსახოვანი და ცვალებადი ნიშანია. თანაც, საშინლად ზედაპირული და არაპროგნოზირებადი. ხასიათის ისეთი თვისება, როგორიც მოთმინებაა, ტყუპს კოსმოსმა საერთოდ არ დაანათლა. ამიტომ ტიპურ ტყუპს წამიერად ბეზრდება ყველაფერი და მარტივად იცვლის როგორც პროფესიულ ინტერესებს, ისე საყვარელ ადამიანებს. გაგრძელება