მთვარის ენერგეტიკის გავლენის შესახებ ადამიანების ცხოვრებაზე უხსოვარი დროიდან არსებობს არაერთი ინფორმაცია მსოფლიოს სხვადასხვა ხალხის ცხოვრებაში.
მთვარის ფაზები კონკრეტულ ინფორმაციას მოიცავს და შესაბამის მოვლენებზე ახდენს გავლენას.
მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეც აისახება, თანაც საკმაოდ მკვეთრად. მოგეხსენებათ, მთვარე სითხეების მმართველია - ადამიანის ორგანიზმი კი საკმაო რაოდენობით შეიცავს წყალს.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. განტვირთვის დღეების მოწყობა და დიეტის დაწყება რეკომენდებულია მხოლოდ ახალი მთვარის ციკლის შემდეგ, ხოლო სავსემთვარეობისას ან მის წინა პერიოდში პირიქით - სასურველია მოვერიდოთ მძიმე საკვებს და უარი ვთქვათ ალკოჰოლზე.
სახის კანის მოსავლელად კლებადი მთვარის პერიოდია მიზანშეწონილი. მიჩნეულია, რომ მთვარის კლების დეკადაში ანთებითი პროცესების წარმოშობა და გართულებები ნაკლებად იჩენს თავს. ამიტომ სახის წმენდის პროცედურა ან პილინგი სასურველია, ზუსტად ამ პერიოდებს დაამთხვიოთ.
ხოლო, რაც შეეხება კოსმეტიკურ ან პლასტიკურ ჩარევას სახის მიმდებარე ტერიტორიაზე (ბოტოქსი, პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება და ა.შ.), ეს ყველაფერი აჯობებს, ზრდადი მთვარის პერიოდში დაიგეგმოს. იმიტომ, რომ ასეთ დროს ორგანიზმი ადვილად ეთვისება ე.წ. არაორგანულ ნივთიერებებს. შეხორცების პროცესიც შედარებით უმტკივნეულოდ მიდის.
დღესდღეობით ქალბატონების დიდი ნაწილი ცდილობს, სხეული ფორმაში ჰქონდეს. საამისოდ კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მათ შორისაა სპორტული დატვირთვა, ფიტნესი და ტრენაჟორები. თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მთვარის კონკრეტული ფაზები არ არის მიზანშეწონილი ზემოხსენებული საქმიანობისთვის. განსაკუთრებით არასასურველია სავსემთვარეობის წინა პერიოდი და მისი შემდგომი ერთი კვირა. გაგრძელება