სანამ პაემანზე წახვალთ, გაიგეთ, თქვენი მამაკაცის ზოდიაქოს ნიშანი, რათა იცოდეთ, რას უნდა ელოდეთ მისგან და როგორ ჩაივლის პაემანი.
ვერძი
ბანალურ პაემანს ნუ ელით. შესთავაზეთ რაიმე ავანტიურული. გამოავლინეთ მეტი ფანტაზია, დააღვიეთ წესები. ამით ვერძის გულს მოიგებთ.
კურო
ცვლილებებს რთულად იტანს. სტანდარტული - კინოში ან რესტორანში წასვლა შესთავაზეთ. მან უნდა იგრძნოს, რომ გემოვნებიანი ხართ. თანაც, კუროს ინტიმური სფეროც აინტერესებს და შესაძლოა, პაემანი საწოლში გაგრძელდეს.
ტყუპი
დაუნიშნეთ პაემანი ატრაქციონების პარკში. უნდა შეგეძლოთ სხვადასხვა თემაზე საუბარი. გამოავლინეთ იუმორის გრძნობა და რაც მთავარია, პაემანი სათავგადასავლო უნდა იყოს.
კირჩხიბი
მყუდროება, მზრუნველობა, სულიერება, სითბო, მეგობრულობა და დაინტერესებულობა. აი, რით მოაწონებთ თავს კირჩხიბს.
ლომი
ნარცის ლომს მოხიბლავთ თუ მდიდრულ ადგილას დაუნიშნავთ პაემანს, სადაც იბრწყინებს. აავსეთ ქათინაურით.
ქალწული
ნუ დააკარგვინებთ დროს ტყუილად. პაემანი უნდა იყოს პრაქტიკული და საჭირო. ქალწული ფიგურას უფრთხილდება და პაემანი შეგიძლიათ ფიტნეს ცენტრში დაუთქვათ, ჰიგიენასა და ჯანმრთელობაზე ესაუბროთ.
სასწორი
ბავშვივით უნდა იზრუნოთ მასზე. ნურც რომანტიკულობას დაივიწყებთ. იყავით ყურადღებიანი, უთხარით ქათინაურები. მასთან ერთად არსად მოიწყენთ.
მორიელი
მყუდრო გარემოში მეტად გაიხსნება. ანდეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. ის კარგი ფსიქოლოგიცაა.
მშვილდოსანი
არაორდინარული პიროვნებაა. ბანალურობას ვერ იტანს. თავს მოაწონებთ, თუ ნახევარ სახეზე პირსინგები გაქვთ, ზეპირად იცით ციტატები ცნობილი ნაწარმოებებიდან, ან ნიანგების მწვრთნელი ხართ.
თხის რქა
პაემანი-დიალოგი გელით. ის გამოიკვლევს თქვენს წარმომავლობას, კარიერულ მიღწევებს. გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები, რომ დააინტერესოთ თხის რქა. რომანტიკა კი მომავლის ამბავია.
მერწყული
თავგადასავალი, საიდუმლოებების ამოხსნა, ინტიმი, ინტელექტუალური საუბრები, მოგებრულობა - აი, მერწყულისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
თევზები
თუ ხელოვნება გიყვართ, სანერვიულო არაფერი გაქვთ. დაესწარით გამოფენას, კონცერტს, ისაუბრეთ ლიტერატურაზე, იყავით რომანტიკული და ფანტაზიორი.