ქალების უმეტესობას რომ ჰკითხო, ერთგული და მონოგამიური კაცი ბუნებაში ძნელად მოიძებნება.
იქნებ არც არის ეს მოსაზრება სიმართლისგან ძალზე შორს, მაგრამ დღეს მამაკაცების მონოგამიურობა ნაკლებად იქნება ჩვენი თემა. სამაგიეროდ, გაგიშლით კარტებს და გეტყვით, როგორ უნდა "გამოიჭიროთ" ძლიერი სქესის ესა თუ ის წარმომადგენელი ღალატში, თუკი კარგად იცით მისი ზოდიაქოს ნიშანი.
ვერძი ღალატობს, როცა პარტნიორის მიმართ ზედმეტად უხეში და უყურადღებო ხდება.
კურო ღალატობს მაშინ, როცა ზედმეტად დაბნეული და ქაოსური ხდება.
ტყუპი ღალატობს მაშინ, როცა პარტნიორი გვერდით უზის... რა მოხდა მერე, ლამაზ ქალს ეფლირტავება?
კირჩხიბი ღალატობს მაშინ, როცა უჩვეულოდ ყურადღებიანი და მზრუნველი ხდება.
ლომი ღალატობს მაშინ, როცა უარს ამბობს პარტნიორთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენაზე.
ქალწული ღალატობს მაშინ, როცა საეჭვოდ თბილი და რომანტიკული ხდება.
სასწორი ღალატობს მაშინ, როცა აბსოლუტურად მშვიდი და გაწონასწორებულია. გაგრძელება