თურმე, თითოეულ ნიშანს თავისი გამოკვეთილი სხეულის ნაწილი ჰქონია. გაინტერესებთ, რომელი ნაკვთია თქვენი ნიშნისთვის გამოკვეთილად დამახასიათებელი?
ვერძი - წარბები
ოსტატურად "მართავს" წარბებს ფლირტისა და სიფიცხის დროს.
კურო - ტუჩები
მკვეთრი პომადა წაისვით, მამაკაცებს ჭკუიდან გადაიყვანთ.
ტყუპი - სახე
ჯანმრთელი კანი და ჯანსაღი კანის ფერი გაქვთ.
კირჩხიბი - მუცელი
ფეხმძიმობა გიხდებათ. მამაკაცებს უყვართ თქვენი ღიპუცა.
ლომი - თმა
ნებისმიერ ვარცხნილობას იხდენთ, თუმცა, გაშლილი თმა ყველაზე მეტად თქვენია.
ქალწული - კანი
ნაზი, ჯანსაღი კანი გაქვთ, ნამზაურიც გიხდებათ. ნაოჭები და მუწუკები არ გემუქრებათ.
სასწორი - თეძოები
ვარჯიში არ გიყვართ. ან რატომ უნდა იწვალოთ? თქვენს თეძოებს მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავთ.
მორიელი - ინტიმური ადგილები
გასაოცრად ხიბლავთ მამაკაცებს თქვენი ინტიმური ადგილებით.
მშვილდოსანი - ზურგი
გიხდებათ ზურგმოხსნილი სამოსი. სწორი და მოვლილი ზურგი მეტად სექსუალურია.
თხის რქა - ფეხები
ქუსლიანი ფეხსაცმელი კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს თქვენი ფეხების სილამაზეს.
მერწყული - ტერფები
მოვლილი კანი, ქუსლები. თქვენს იდეალურ ტერფებზე მამაკაცებს ჭკუა ეკეტებათ.
თევზები - თვალები
თვალები სულის სარკეა. თქვენს ლამაზ თვალებში მამაკაცები "იძირებიან".