ასტროლოგია ადამიანთა ხასიათის თავისებურებას და ფსიქოტიპებს შეისწავლის. მათ შორის, იმასაც, როგორია სიყვარულში ზოდიაქოს ესა თუ ის ნიშანი.
ამ მხრივ კი, საინტერესო ტენდენცია არსებობს. ვიღაც თუ საოცრად კომფორტული და მარტივია სასიყვარულო კავშირებში, არსებობს ხალხი, ვისი სიყვარულიც დიდი ნერვების და ემოციების ფასად დაგიჯდებათ, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ნამდვილად ღირს ამად.
ვერძი - პლანეტა მარსი, რომელიც ზოდიაქოს ამ ნიშანს მართავს, ვერძის ხასიათში ისეთი თვისებების არსებობას უზრუნველყოფს, როგორებიცაა სიხისტე, აგრესიულობა, უტაქტობა და იმპულსურობა. ამიტომ ვერძთან რომანი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე. უნდა იცოდეთ, როცა ამ ნიშნით დაბადებულ ქალთან ან კაცთან სასიყვარულო კავშირს აბამთ, რომ თქვენი ურთიერთობები მშვიდი არასოდეს იქნება. ვერძისთვის პერიოდულად ჩხუბი და მერე ისევ შერიგება ჩვეულებრივი ნორმაა. გარდა ამისა, იცოდეთ - ამ ადამიანს რომ თავი დიდი ხნით შეაყვაროთ, აუცილებლად უნდა იყოთ მისთვის გარკვეულწილად მიუწვდომელი.
მორიელი - პლანეტა პლუტონი, რომელიც მორიელის ნიშნის მმართველად ითვლება, ამ ხალხის ხასიათში ისეთ თვისებებს ააქტიურებს, როგორებიცაა ეჭვიანობა, მძაფრი შეგრძნებების სიყვარული და მესაკუთრეობა. მორიელს მოსწონს ცხოვრება რისკით. ეს მის სასიყვარულო კავშირებსაც ეხება. ამიტომ ამ ადამიანთან რომანისას მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ არაერთგზის მოგიწევთ მძაფრი შეგრძნებების, დრამატული ისტორიების და ეჭვიანობის განცდა. მორიელთან რომანი "ამერიკულ მთებზე" სრიალს წააგავს. იქნება პერიოდები, როცა თავს ბედნიერების მწვერვალზე გაგრძნობინებთ, მაგრამ ისეთი დღეებიც იქნება, როცა საერთოდ აღარ გენდომებათ მისი დანახვა. გაგრძელება