ქალების უმრავლესობას მიაჩნია, რომ პრინციპი "ყველა კაცი ერთნაირია" საყოველთაო მასშტაბით მოქმედებს.
თუმცა, მინდა გითხრათ, რომ თუკი ასტროლოგიური კუთხით განვიხილავთ საკითხს სულაც არ არის ასე... უფრო სწორად, ცოტა სხვაგვარადაა ყველაფერი.
ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ გამომდინარე იქიდან, თუ კონკრეტულად რომელი სტიქიის წარმომადგენელია თქვენი გულის სწორი შეიძლება იმის ვარაუდი, რამდენად საიმედო და ერთგული პარტნიორი შეიძლება იყოს იგი. ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საქმე ნამდვილ სიყვარულს ეხება და არა ერთ ან ორ კვირიან მსუბუქ გატაცებას.
შავ სიაში ყველაზე ხშირად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები - ტყუპი, სასწორი და მერწყული მამაკაცები შედიან. საქმე იმაშია, რომ ეს ე.წ. "მუტაბელური" ნიშნები ბუნებით არიან მიდრეკილნი ცვალებადობისკენ. შესაბამისად, მათთვის სიყვარულიც მრავალფეროვნებასთან ასოცირდება. ამიტომ ღალატის ფაქტს ისინი საკმაოდ მარტივად უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ტრაგედიის შექმნა ამისგან არ ღირს. მათი ღალატი უმეტესად მხოლოდ ზედაპირული ხასიათისაა, იმიტომ რომ, ჰაეროვან მამრებს, როგორც წესი, მენტალური კომუნიკაცია უფრო სჭირდებათ ქალისგან, ვიდრე ფიზიკური სიახლოვე. შესაბამისად, თუ თქვენ მისი მხრიდან მსუბუქი ფლირტის შემთხვევებს მშვიდად გაატარებთ, საქმე ამის იქეთ ალბათ არღარც წავა.
ცეცხლის სტიქიით დაბადებული მამრები - ვერძები, ლომები, მშვილდოსანები როგორც წესი, ერთგულებას მანამ ინარჩუნებენ სანამ პარტნიორი მათთვის მიუწვდომელი და შორეულია. ამიტომ ქალი, რომელიც ამ სტიქიის მამრს ბოლომდე გაუშლის კარტებს მარტივად იგდებს თავს ღალატის საფრთხის წინაშე. თუმცა, ცეცხლების ღალატს ხშირად ფიზიკური ფაქტორიც განაპირობებს. ცეცხლოვანი მამაკაცები, როგორც წესი, ძლიერი სექსუალური ტემპერამენტით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე, საიმისოდ, რომ ეს "მოქმედი ვულკანი" თქვენ გვერდით დიდი ხნით გააჩეროთ, საჭიროა, საერთო ინტერესებთან ერთად, მასთან იდეალური ან იდეალურთან მიახლოვებული სექსუალური თავსებადობაც გქონდეთ.
რთული შემთხვევაა, თუკი თქვენი ბედის დაკავშირებას წყლის სტიქიის ნიშანთან - კირჩხიბი, მორიელი, თევზები გეგმავთ. წყალი ყველაზე სენსიტიური, ამოუცნობი, რთული ბუნების მამრებს წარმოშობს. ამიტომ ამგვარი პარტნიორის გასაგებად ქალს დიდი ტაქტი, მოთმინება და მიხვედრილობა ესაჭიროება. თქვენ შეიძლება გეგონოთ, რომ მის მიმართ საკმარისად ნაზი, მზრუნველი და მოსიყვარულე ხართ, ამ დროს კი მას გულმა სხვისკენ გაუწიოს. თუმცა, მიზეზების ძიებას თუ მიჰყოფთ ხელს, რეალური პრობლემის დაფიქსირება ძალიან გაგიჭირდებათ. წყლის სტიქიის მამრები "ხასიათის ადამიანები" არიან. ამიტომ ასეთ კაცს მათსავით სენსიტიური და ცვალებადი ქალი თუ გაუგებს ბოლომდე. ისინი ხშირად იცვლიან შეხედულებებს და ზოგადად, მოსწონთ თავად ის ფაქტი, რომ რაღაც "დაფარულ-დამალული" მხარე გააჩნიათ ცხოვრებაში. შესაბამისად, პარალელურად გაჩაღებული ორი რომანი, რომელთაგანაც საბოლოო ჯამში არც ერთი პარტნიორი არ ეთმობა ამ მამაკაცისთვის ბუნებრივი რამაა. ასე იგი თავს სრულფასოვნად მიიჩნევს და საკუთარი თავის რწმენა ემატება, როცა იცის, რომ არა ერთი არამედ ორი ქალი ელოდება მის გამოჩენას. გაგრძელება