ასტროლოგები თვლიან, რომ ოქტომბერი ყოველთვის აქტიური თვეა ფინანსურ-ეკონომიკური კუთხით.
ამ მხრივ, რა თქმა უნდა, არც ეს ოქტომბერი იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, რომ ზუსტად წლევანდელ ოქტომბერს ემთხვევა პლანეტა იუპიტერის მორიელის ნიშანში გადანაცვლება, რაც თავის მხრივ საბანკო-საფინანსო და სადაზღვევო სექტორის გამოცოცხლებას განაპირობებს. თუმცა, ოქტომბერი სხვადასხვაგვარი იქნება ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულებისთვის.
ვერძების უმეტესობისთვის ოქტომბრის პირველი ნახევარი საკმაოდ რთულია. თუმცა, მეორე ნახევრიდან უკვე შეინიშნება გაუმჯობესება. მთავარია, ზომიერი რისკი და პრინციპულობა გამოიჩინოთ ფინანსურ საკითხებში.
კუროების დიდი ნაწილი ოქტომბრის პირველ დეკადაში მოაგვარებს ფინანსურ საკითხებს. თუმცა, ამ თვის მეორე დეკადა შესაძლოა მათთვის გაუთვალისწინებელი ხარჯებით იყოს გამორჩეული.
ტყუპის ნიშნით დაბადებულებს ყველაზე კარგი შანსები ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თვის პირველ ნახევარში ეძლევათ. ხოლო ოქტომბრის ბოლოს გონივრულ ეკონომიას ვურჩევთ.
კირჩხიბისთვის ოქტომბრის მეორე ნახევარი საოცრად ხელსაყრელი პერიოდია მსხვილი, ფინანსური ინვესტირებისთვის. კარგი დროა რემონტის დასაწყებად.
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ასტროლოგები ურჩევენ ოქტომბერში ზედმეტ დანახარჯებს ერიდონ. განსაკუთრებული ეკონომიის გაწევა გმართებთ ოქტომბრის ბოლო დეკადაში.
ქალწულების უმეტესობა ოქტომბერში კარგი ფინანსური შესაძლებლობების მოლოდინში უნდა იყოს. სასურველია წამოიწყოთ ახალი საქმეც.
სასწორებს ასტროლოგები ურჩევენ ფინანსურად ოქტომბრის პირველი დეკადა გამოიყენონ. თუმცა, მთლიანობაში მთელი ოქტომბერიც არ იქნება ურიგო ამ მხრივ. გაგრძელება