როგორც უკვე ვიცით, 23 ოქტომბრიდან მზემ დიპლომატიური სასწორიდან ექსპანსიური და ვნებიანი მორიელის ნიშანში გადაინაცვლა.
მორიელის ზოდიაქოს ნიშანს ბევრი ასტროლოგი ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს შორის "ყველაზე ძლიერის" სტატუსსაც მიაწერს, რაც ნაწილობრივ ასეც გახლავთ. იმიტომ, რომ ამ ნიშანს ორი უძლიერესი პლანეტა - მარსი და პლუტონი მართავს. მათ ასევე გააჩნიათ ხასიათში გარკვეული ნაკლოვანებებიც, რომლებსაც აუცილებლად უნდა გამოუცხადონ ბრძოლა. რაც შეეხება საუკეთესო თვისებებს, ასე გამოიყურება...
1. ის გამოირჩევა ძლიერი ნებისყოფით - მორიელზე უფრო პრინციპული ზოდიაქოს ნიშნებს შორის ძნელად თუ ვინმე მოიძებნება. მას უნარი აქვს, გაუძლოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ დარტყმას, ყოველგვარი წუწუნისა და თავის შეცოდების გარეშე.
2. ის კარგად ცნობს ადამიანებს - მორიელი კარგად არჩევს შავს და თეთრს, მტყუანს და მართალს. ამიტომ ადამიანების ამოცნობაში ბადალი არ მოეძებნება და როგორც წესი, ყოველთვის ცდილობს, მხოლოდ სანდო ხალხი შემოიკრიბოს გარშემო.
3. ის საიმედო მეგობარი და საშიში მტერია - თავისიანებისთვის მორიელს საკუთარი სიცოცხლეც კი არ ენანება. იგი ყოველთვის იცავს მათ, ვისაც ადგილი მიუჩინა საკუთარ გულსა და ცხოვრებაში. მაგრამ სასტიკად უსწორდება მათ, ვინც რაიმე მიზეზით აწყენინა. გაგრძელება
იხილეთ: ქალური ჩვეულებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით