ბევრი თქვენგანი შეამჩნევდა ალბათ უკვე მთვარე რამხელაა. დიახ, დიახ ხვალ სავსემთვარეობა გვაქვს კუროს ♉ ზოდიაქოს ნიშანში და როგორც ტრადიციულად ვამბობთ - მადა და ემოციები აკონტროლეთ ხვალინდელ დღეს.
მით უმეტეს, რომ კურო ზოდიაქოს ყველაზე გურმანი ნიშანი გახლავთ, თან შაბათ-კვირაა და მოკლედ... ძალიანაც ნუ გადაიტვირთავთ ორგანიზმს ცხიმიანი საკვებითა და ალკოჰოლით. კუროს ზოდიაქოს საკუთრებას, მატერიალურ რესურსებს შეესაბამება ასტროლოგიაში. ამიტომ ხვალინდელი დღე ძალიან კარგია ფინანსური იღბლის მოსაზიდად, საცხოვრებლის შესაცვლელად ან უბრალოდ გენერალური რემონტის ჩასატარებლად ბინაში.
შესანიშნავი დღეა ასევე ნებისმიერ საქმიანობისთვის, რომელიც თავის მხრივ მატერიალური რესურსების გადანაწილებას ეხება - იქნება ეს ვალების მოშორება, ბიუჯეტის გაწერა, საკუთარი ფინანსების რევიზია თუ სხვა საქმე. გაგრძელება