როგორ გგონიათ, რა განაპირობებს მატერიალურ წარმატებას - შრომა? იღბალი? ფინანსური ალღო? ან იქნებ სულაც ზოდიაქოს ნიშანი?
მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ასტროლოგი აწარმოებს პირად პრაქტიკას და დაკვირვებას იმაზე, მაინც რა ნიშნით არიან შერჩეულნი ის ადამიანები კოსმოსის მიერ, ვისაც ეძლევა შანსი, დიდი ფული გამოიმუშაოს. როგორც ასტროლოგიური სტატისტიკა ცხადყოფს, ყველაზე ქუდბედიანები – მშვილდოსნები მსოფლიოს მდიდარ ადამიანთა სიაში ერთობ მოკრძალებულ, ბოლო ადგილებს იკავებენ. ამაში დამნაშავე ფულის უთავბოლოდ ფლანგვის სიყვარულია, რომელიც მშვილდოსნების 90%-ს ახასიათებს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმდიდრეს კარგად აგროვებენ ვერძები და ტყუპები. როგორც ცნობილია, ორივე ნიშანი ერთობ იმპულსური და არცთუ ეკონომიური დამოკიდებულებით გამოირჩევა ფულთან მიმართებაში. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ორის შემთხვევაში საუკეთესო ინვესტიცია მათივე ინტელექტი და ფანტაზიის უნარია. ვერძიც და ტყუპიც ნოვატორული ხედვის მქონე, აქტიური, დინამიკური ნიშანია. შესაბამისად, ბევრი მათგანი სწორედ ამ თვისებების წყალობით მდიდრდება.
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შრომის, გონივრული ეკონომიისა და წინდახედულების ხარჯზე მდიდრდებიან ქალწულები და თხის რქები. თუმცა, კიდევ ერთ მიწის ნიშანი, კურო იშვიათად ხდება დიდი ფულის მფლობელი. მიზეზი ნაკლები ამბიციებია. ქალწულებსა და თხის რქებს კი ფულის შოვნასთან ერთად, კარიერული ამბიციებიც აწუხებთ.
უამბიციოთა და შედარებით პასიურთა სიაში არიან თევზები და სასწორები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ერთიც და მეორეც ე.წ. გაორებული ნიშნის წარმომადგენელია, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ საკუთარ თავში არსებული ქაოსისა და ყოყმანის დასაძლევად. ამის გამო ბევრი მათგანი უშვებს კარგ შანსებს უკეთესი ფინანსური მომავლის შესაქმნელად.
განსაკუთრებით ამბიციურთა კატეგორიაში ხვდებიან ლომები და მორიელები. ამ ხალხს, როგორც წესი, ცხოვრების მანძილზე გასაოცარი აღმასვლა-დაცემის პერიოდების გადატანა უწევს ფინანსური კუთხით. პრობლემა კი ის არის, რომ ერთიც და მეორეც მიდრეკილია, სხვების ხარჯზე გამდიდრდეს, მოსწონს უფროსობა, ვერ იტანს დაქვემდებარებულის როლში ყოფნას და ფინანსური მადა ხშირად უსწრებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. შესაბამისად, დიდ სიმდიდრეს ხშირად მოსდევს მათ ცხოვრებაში აბსოლუტური სიღატაკის ან სამართლებრივი დავის პრეცედენტი. გაგრძელება