14 ნოემბერს ცაში უნდა აიხედოთ. თქვენ დაინახავთ ორჯერ გაზრდილ და უფრო მკვეთრად მოკაშკაშე მთვარეს.
ახლა კი გავიგოთ, რა ელის თითოეულ ნიშანს 14 ნოემბრის სავსემთვარეობაზე.
ვერძი
ბევრს მიაღწიეთ, მაგრამ სირთულეები მომავალშიც გელით. დაგეგმეთ მომავალი, ისწავლეთ სირთულეების დაძლევა.
კურო
მოემზადეთ სცენაზე გამოსასვლელად. გარშემო ერთგული და გავლენიანი ადამიანები უნდა გყავდეთ. სამყარო დაგეხმარებათ სასურველის მიღწევაში.
ტყუპი
მუდამ ფორიაქში ხართ. გაჩერდეთ, დამშვიდდით და ჯერ მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ. იოგა დაგეხმარებათ მოდუნებაში.
კირჩხიბი
ნუ ჩაიკეტებით, გარშემო სოციალური და კულტურული ცხოვრება დუღს. გაუშვით, ვისაც არ უნდა თქვენ გვერდით ყოფნა.
ლომი
რას უცდით? დაიწყეთ მიზნების განხორციელება! გადადგით პირველი ნაბიჯი, დრო არ ითმენს.
ქალწული
თქვენს საქმიანობას სათანადოდ შეაფასებენ. თავად კი ოპტიმისტურად განეწყვეთ და დაასრულეთ დაწყებული პროექტები.
სასწორი
ცხოვრებას პოზიტიურად შეხედეთ. თქვენ გარშემო გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.
მორიელი
დაფიქრდით, კარგად გრძნობთ თავს იმ ადამიანის გვერდით, რომლისთვისაც არაფერს იშურებთ? იქნებ ჯობია, დრო და ენერგია მნიშვნელოვან საქმეებს მოახმაროთ?!
მშვილდოსანი
ცვლილებების პერიოდი გელით. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ და როსგან უნდა გათავისუფლდეთ.
თხის რქა
სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, გამონახეთ დრო გართობისთვის. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები.
მერწყული
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ოჯახურ გარემოში მოიპოვებთ სულიერ სიმშვიდეს.
თევზები
მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ, წვეულება მოაწყვეთ. იქნებ თქვენი სათქმელი სოციალურ ქსელში გაავრცელოთ?..