2018 - ძაღლის წელიწადი: რა ელით ზოდიაქოს წარმომადგენლებს
ვერძი
ვერძსა და ძაღლს ისეთი მახასიათებლები აერთიანებთ, როგორებიცაა - გულწრფელობა და იდეალიზმი. საერთო ჯამში, მთელი წლის მანძილზე განწყობა მხიარული და ენერგიული იქნება. საკმაოდ რთულ საქმესთან შეჭიდება მოგიწევთ, რაც შესანიშნავ შედეგსა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. პარტნიორთან მიმართებაში ეცადეთ, გაგებით მოეკიდოთ მის ქმედებებს, მაშინაც კი, თუ რაიმე გაგაოცებთ. ნაკლი ყველას აქვს, მაგრამ შედეგად ერთმანეთის მიმართ ერთგულებას შეინარჩუნებთ.
კურო
გახსნილი და პირდაპირი კურო რეალისტ-ძაღლს მარტივად ეწყობა: წლის მოვლენები დინამიკურად და კონსტრუქციულად განვითარდება. დაკავდებით საქმით, რომელსაც დიდი პრაქტიკული აზრი ექნება. ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდებით, თუ აგრესიული კრიტიკისკენ მიდრეკილ ადამიანებს ჩამოიშორებთ. საჭირო არ არის, საბოლოოდ გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა - უბრალოდ, ნუ მოახდენთ რეაგირებას და დაიცავით ჯანსაღი დისტანცია. მთავარი, რაც კუროს 2018 წელს ელის - ეს ნათელი რომანია. სიყვარული მას ჰიპერმგრძნობიარეს ხდის: ძალიან გჭირდებათ სინაზე, სხვაგვარად პარტნიორს ვერ შეეწყობით.
ტყუპი
ტყუპს მისი ცოცხალი ტემპერამენტით ძაღლთან შეგუება უჭირს, რომელსაც თავდაჯერებულობა ყოველთვის არ ჰყოფნის. ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე პერიოდებს შეცვლის მომენტები, როცა უბრალოდ სიჩუმეში ყოფნა და მოწყენა მოგინდებათ. საქმეში შესაძლოა არახელსაყრელი გადაწყვეტილებები მიიღოთ, ფორმალურად დაეთანხმოთ გარშემო მყოფებს და საკუთარ ინტერესებს დაივიწყებთ და სხვის დასახმარებლად გაეშურებით. მთავარი კი, რაც 2018-ში ტყუპს ელის, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაა. მარტოობაში ცხოვრება არ შეგეფერებათ და ეს ორივეს კარგად გესმით.
კირჩხიბი
ნაზი, გულიანი კირჩხიბი და მგრძნობიარე ძაღლი - ერთ-ერთი ყველაზე ჰარმონიული კომბინაცია. მომთმენი, ყურადღებიანი და გამგები ხართ, მაგრამ საკუთარი გრძნობების დამალვა მოგიწევთ. ახალი ნაცნობობა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. მთავარი კი იმ ადამიანთან შეხვედრა იქნება, რომელსაც თამამად უწოდებთ „მონათესავე სულს“. თუ ნაკლებად სკეპტიკური იქნებით, ამ ურთიერთობას საინტერესო მომავალი ექნება.
ლომი
ძაღლი მზადაა, ლომის ერთგული თანამგზავრი და დამხმარე გახდეს. დამდეგ წელს საინტერესო ადამიანებს შეხვდებით, რომელთა საქმიანი რჩევების გათვალისწინება ღირს. სამსახურში შესაძლოა რთული სიტუაცია შეგექმნათ. მთავარია, აბსოლუტური პატიოსნება გამოიჩინოთ და პარტნიორებს იმედები არ გაუცრუოთ, მაშინაც კი, თუ საკუთარი ინტერესების დათმობა მოგიხდათ. საერთო ჯამში, წელიწადი წარმატებული, მშვიდი და ნაყოფიერი იქნება.
წაიკითხეთ სრულად beaumonde.ge-ზე