მნიშვნელოვან კვირას ვიწყებთ, რომელიც პირველ რიგში იმით იქნება გამორჩეული რომ მზე ვნებიანი, ექსპანსიური მორიელიდან ზუსტად ამ კვირის დასაწყისში გადაინაცვლებს გულღია, ოპტიმისტი და მეგობრული მშვილდოსნის ზოდიაქოში.
ეს ყველაფერი კი ზუსტად 22 ნოემბერს მოხდება. შესაბამისად, უახლოესი ერთი თვის მანძილზე, სამყაროს "მშვილდოსნური ენერგეტიკა" მართავს. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს ოპტიმიზმი, მეგობრულობა, მოგზაურობისა და თავგადასავლების სურვილი.
შემთხვევითი როდია ასევე ის ფაქტიც, რომ მშვილდოსნის პერიოდს უწევს საშობაო ფუსფუსი და მზადება. მშვილდოსანი ხომ ყველაზე უფრო ბავშვური, სასწაულების მორწმუნე ნიშანია. შობა-ახალი წელი კი ნებისმიერი ჩვენგანისთვის სურვილების ასრულებასთან ასოცირდება. ამას დავუმატოთ ისიც, რომ 22 ნოემბრიდან პლანეტა ნეპტუნი დირექტიული (სწორად მოძრავი) ხდება, რაც თავის მხრივ დაუმატეს მოახლოებულ პერიოდს ჯადოსნურობას. ნეპტუნი ხომ ოცნებებისა და ილუზიების "კურატორი" პლანეტა გახლავთ. შესაბამისად, ჩვენი სურვილები წლევანდელ წინასაახალწლო პერიოდში გაცილებით უფრო დიდი ალბათობით შეიძლება იქცეს რეალობად.
კვირის მანძილზე აქტიურია მზისა და ვენერას შეერთება. თუმცა, ამასთან ერთად, ასევე აქტიური რჩება მარსისა და პლუტონის ნეგატიური ასპექტი. რაც კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს კონფლიქტებისა და სირთულეების ალბათობაზე. გარდა ამისა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ზუსტად ნოემბრის ბოლო კვირას ემთხვევა "გველისმჭერის ზონა" - პერიოდი როცა მზე ე.წ. "დამწვარ გზას" მორიელის ბოლო, ყველაზე რთულ გრადუსებს და მშვილდოსნის პირველ საწყის შვიდ გრადუსს გადის. ასტროლოგიურად ეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში საკმაოდ რთული პერიოდია ნებისმიერ წელს. გაგრძელება