2018 წელი უკვე კარს მოგვადგა და ბუნებრივია, ნებისმიერი ჩვენგანი ინტერესდება იმით, თუ როგორი იქნება დამდეგი ახალი წელი მისთვის, რას მოუტანს და რა ტიპის მოვლენებს უნდა ველოდოთ ზოგადად.
გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის მმართველად ყვითელი ძაღლი ითვლება და სტიქია გახლავთ მიწა, ამ წელს ყველაზე მეტად გაწონასწორებულ, მშრომელ, ტრადიციების მოყვარულ და სამართლიან ადამიანებს გაუმართლებთ. ძაღლი თავისი ბუნებით მეგობრულია, თუმცა მას ასევე შეუძლია საკუთარი სამეგობროს კარგად შერჩევა-დაკომპლექტება. შესაბამისად, თუკი თქვენ კარგი და ერთგული მეგობარი ხართ, ეს წელი კიდევ უფრო გაზრდის თქვენს სამეგობრო წრეს. მაგრამ თუ პირიქითაა, მაშინ 2018 წელი არაერთ სირთულეს გპირდებათ, რომელიც ძირითადად მეგობრებთან იქნება დაკავშირებული.
ძაღლის წელი ჩვენგან ისეთი თვისებებისგან გათავისუფლებას ითხოვს, როგორებიცაა არაპროგნოზირებადობა, სპონტანურობა, დაუკვირვებლობა, უყაირაობა ფულთან მიმართებაში და ა.შ. ამიტომ ეს თვისებები აუცილებელია წინა წელს დაუტოვოთ და გათავისუფლდეთ მათგან.
გაგრძელება
როგორი იქნება 2018 წელი პირადი ურთიერთობების კუთხით და ვის გაუმართლებს სიყვარულში