ასტროლოგები თვლიან, რომ ნებისმიერი ნიშნის წარმომადგენელს სჭირდება საკუთარი ნიშნისთვის დამახასიათებელი უნიკალური თვისებების წამოწევა წინ, საიმისოდ, რომ წარმატებული გახდეს.
თუმცა აქვე მოეთხოვება თითოეულ მათგანს, იმაზეც იზრუნოს, რომ ნეგატიური თვისებები, რომლებიც ზოდიაქოს მიხედვით ერგო, დააბალანსოს ან სრულიად აღმოფხვრას საკუთარ თავში.
ვერძს სიმამაცის, ოპტიმიზმისა და გამძლეობის დიდი მარაგი გააჩნია, თუმცა ხელს უშლის წინსვლაში ფიცხი ხასიათი, აგრესიულობა და დიპლომატიის არქონა.
კუროს ერთულების უნარი, სტაბილურობა და სანდოობა აქვს "სავიზიტო" ბარათი, თუმცა, ხელს წინსვლაში უშლის ხოლმე სიჯიუტე, სიახლეების მიუღებლობა და სიზარმაცე.
ტყუპს სხარტი აზროვნება, სხვების დარწმუნების უნარი და კარგი ინტელექტი გააჩნია, თუმცა წარმატების მიღწევაში ხელს უშლის ცვალებადი ხასიათი, არასტაბილურობა და გადამეტებული ლაქლაქისკენ მიდრეკილება.
კირჩხიბის საუკეთესო თვისებებია: მზრუნველობა, წინდახედულობა და სიფრთხილე, თუმცა პრობლემა მასთან იქნება მაშინ, როცა წინდახედულობა პანიკიორობაში გადასდის, სიფრთხილე - სიძუნწეში, ხოლო მზრუნველობა - მომაბეზრებელ ყურადღებიანობაში.
ლომის დადებითი მხარეა გულუხვობა, იმპოზანტურობა და საზოგადოების წინაშე საკუთარი თავის კარგად "შეფუთვის" ნიჭი. ნაკლოვანებებიც აქვს მას: არაჯანსაღი ამბიციურობა, ყოყლოჩინობა და ტრაბახი.
ქალწულის საუკეთესო თვისებებია - პუნქტუალურობა, დეტალიზაციის უნარი და მშრომელი ხასიათი, თუმცა წინსვლაში ხელი ეშლება, თუკი პუნქტუალურობა პედანტიზმში გადაუვა, ხოლო შრომის სიყვარული - "ვორკოჰოლიზმში".
სასწორის საუკეთესო თვისებებია: დიპლომატიის უნარი, შემოქმედებითობა და ხასიათის სირბილე, თუმცა მას უჭირს წარმატების მიღწევა იმის გამო, რომ არის მერყევი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანი და ხათრიანი. გაგრძელება