უკვე იცით, როგორი ფერის სამოსით შეხვედით ახალ წელს? ასტროლოგები გირჩევენ იმ ტონალობებს, რომლებიც 2018 წელს წარმატებას მოგიტანთ.
ვერძი
წითელი - ენერგიული და ყურადღების მიმქცევი ფერია. შეგიძლიათ რომანტიკული იმიჯი მოირგოთ: აბრეშუმის ყვითელი, ვარდისფერი ან ნარჯნისფერი კოქტეილის კაბა ჩაიცვათ.
კურო
უმნიშვნელო დეტალზეც იცით ხოლმე გაბრაზება. ლურჯი და მუქი ცისფერი ფერის სამოსი კი სიმშვიდეს მოგანიჭებთ.
ტყუპი
არ მოგწონთ ბრბოში გარევა. გსურთ, ორიგინალურად გამოიყურებოდეთ. ამიტომ, წარმატების, სიმდიდრის მისაზიდად და ინდივიდუალურობის გამოსაკვეთად ოქროსფერი და ვერცხლისფერი აქსესუარები გაიკეთეთ.
კირჩხიბი
რომანტიკული ნატურა ნაზ ვარდისფერს, ყვითელსა და ცისფერს მიანიჭებს უპირატესობას. მოერიდეთ მკაცრ სტილს, ჩაიცვით ფრიალა კაბები, ბლუზები.
ლომი
წითელი კაბა და ოქროს სამკაულები (ფუფუნების სიმბოლო) - აი, რა გამოგარჩევთ საახალწლო წვეულებაზე.
ქალწული
კაბების ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ ზურმუხტისფერ, ოქროსფერ, შოკოლადისფერ ქსოვილს. სამკაულებიდან - ძვირფას მეტალებს.
სასწორი
ლურჯი ფერის ტონალობებს მიაქციეთ ყურადღება. შეგიძლიათ ბეწვის ქურქი ან აქსესუარი მოირგოთ, მაგრამ არა ლეოპარდის ან კატის გამოსახულების, წლის მბრძანებელი - ძაღლი, რომ არ გააბრაზოთ.
მორიელი
არაორდინარულ ნიშანს სამოსიც შესაბამისი სჭირდება. წითელი, ნარინჯისფერი და მარჯნისფერი ენერგიით აგავსებთ. მოერიდეთ სუპერმინისა და სუპერდეკოლტირებულ კაბას.
მშვილდოსანი
თამამ ნიშანს ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს. ამიტომ, იისფერი სამოსი ჩაიცვით. თავზე კი მოირგეთ ტიარა, შლაპა, რათა საკუთარ თავს მედიდური იერი შესძინოთ.
თხის რქა
საკუთარ ცხოვრებას დეპრესიულად აღიქვამენ. სამოსში უპირატესობა მიანიჭეთ მწვანე, ყვითელ და ცისფერ ფერებს. კაბა გააფორმეთ ორიგინალურად, მაგალითად, ყვავილებით.
მერწყული
2018 წლის მთავარი ფერი ყვითელია. იგი წარმატებას მოუტანს მერწყულებს. გამოიყენეთ ოქროსფერი აქსესუარებიც. ჩაიცვით ის სამოსი, რომელშიც თქვენს ორიგინიალურობას, ინდივიდუალიზმს გამოკვეთთ.
თევზები
შემოქმედებითი და სადუმლოებებით მოცული ნიშანია. ძაღლის წელში წარმატებას მოგიტანთ იასამნისფერი, ცისფერი, ვერცხლისფერი სამოსი და აქსესუარი.

რისი გაკეთება არ შეიძლება 31 დეკემბერს და პირველ იანვარს