დეკემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს, მშვილდოსანს და თხის რქას აერთიანებს. თუმცა, მაინც აქვთ ზოგადად დეკემბერში დაბადებულ ადამიანებს გარკვეული თვისებები, რომელთა გამოც მათთან ურთიერთობა განსაკუთრებით სასიამოვნოა გარშემო მყოფებისთვის.
ამ პერიოდში მხიარული, ენერგიული, ოპტიმისტი ადამიანები ევლინებიან ქვეყანას. ამ ადამიანებს უყვართ კომფორტი, გემრიელად ჭამა-სმა და ბუნებაში ხეტიალი. ამასთან ერთად, აფასებენ წესრიგსა და პატიოსნებასაც. ისინი ამაყი, საკუთარი ღირსების შეგრძნებით სავსე ხალხია. გარეგნულად ეს ადამიანები მშვიდად და გაწონასწორებულად გამოიყურებიან, თუმცა შინაგანად მათში ემოციურობის კოცონი მძვინვარებს. მათ უყვართ ხელოვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხშირად შეხვდებით ამ ადამიანებს შორის მხატვრებს, მუსიკოსებს, მწერლებს ან მსახიობებს. ეს ადამიანები გულმოდგინედ მალავენ საკუთარ პირად ცხოვრებას გარეშე თვალისგან.
1. ერთგულება - დეკემბრის ადამიანები ყოველთვის ერთგულები არიან მეგობრობაში, საქმესა და სიყვარულში. მათ ასევე ახასიათებთ საკუთარი პრინციპების ერთგულება. გაგრძელება