დამდეგ 2018 წელს შესაძლოა, ბედმა ზოდიაქოს ყველა ნიშანს არ გაუღიმოს, თუმცა, ბედის შემობრუნებისთვის მზად უნდა იყოთ. აქ კი 2018 წლის საქორწილო ჰოროსკოპი დაგეხმარებათ.
ვერძი
თუ ვერძს წარმატებული კავშირის დამყარება სურს, უნდა გაითვალისწინოს ორი პირობა - დათქვას ქორწილის დღე საკუთარ ან პარტნიორის დაბადების დღესთან უახლოეს რიცხვში. ვერძისთვის უმთავრესია, ოჯახი სიყვარულით შექმნას.
კურო
ყვითელ ძაღლს სურს, ქორწილში კურო არა ტრადიციულ, არამედ ყვითელ, მდოგვისფერ ან ოქროსფერ კაბაში იხილოს. ნეფეს კი შეუძლია ყვითელი ჰალსტუხი მოირგოს.
ტყუპი
2018 წელი ტყუპისთვის სიურპრიზებით სავსე იქნება. გარდა კარგისა, მოსალოდნელია ცუდი შემთხვევებიც. უმჯობესია, გჯეროდეთ კარგისა და პოზიტიურის, მაშინ ძაღლი თქვენს კავშირს განამტკიცებს.
კირჩხიბი
კირჩხიბებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქორწილისთვის ნებისმიერი თარიღი შეარჩიონ. ქალი კირჩხიბი პარტნიორში ბოლომდე დარწმუნებული იქნება. მამაკაცები კი ქორწილის კიდევ რამდენიმე წლით გადადებას მოისურვებენ.
ლომი
პირველივე დღიდან ლომი სასიყვარულო სფეროს მოვლენების ცენტრში იგრძნობს თავს. თუმცა, ლომებისთვის ძალიან შეტოპვა რეკომენდებული არ არის. ეცადეთ, თქვენს სურვილებში იყოთ მეტად თავშეკავებულები.
ქალწული
2018 წელს ქალწულს უამრავი სირთულის გადალახვა მოუწევს. თქვენი პარტნიორი საკმაოდ ჭირვეული და ეჭვიანი იქნება. თუმცა, ყველა უსიამოვნების მიუხედავად, ქალწული საკუთარ არჩევანში დარწმუნებულია. ქორწილის დღეს თქვენ ნამდვილ ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას იგრძნობთ.
სასწორი
ძაღლის წელიწადში სასწორს დაუვიწყარი საქორწილო ცერემონია ელის. დღესასწაული უნდა იყოს დიდი და ხმაურიანი. სასწორებს საკუთარი ქორწილი მთელი ცხოვრების მანძილზე ემახსოვრებათ და ეს ახალი ერთობლივი ცხოვრების შესანიშნავი დასაწყისი იქნება. გაგრძელება