ახალი წელი მოდის და რაღა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აინტერესებს, როგორი იქნება მისთვის უახლოესი ერთი წელიწადი.
ასტროლოგები ამ დროს ყოველთვის ვცდილობთ, აქცენტი დამდეგი წლის პოზიტიურ მოვლენებზე გავაკეთოთ, თუმცა ცხოვრება, მოგეხსენებათ, შავ-თეთრია. ამიტომ კარგთან ერთად აუცილებელია, ნეგატივისთვისაც ვიყოთ მზად. ამ სტატიაში კი ზუსტად იმაზე გიამბობთ, რა სახის სირთულეებს გიმზადებთ 2018 წელი თქვენი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
ვერძების დიდ ნაწილს კარიერულ სარბიელზე ელოდება სირთულეები. მოუწევთ საკუთარი პრინციპების გამოვლენა.
კუროებისთვის ახალ წელს პირად ცხოვრებაში მოაქვს ცვლილებები. საჭირო იქნება, იმუშაოთ პარტნიორული კავშირების გასამრავალფეროვნებლად.
ტყუპს ახლო წრის და სანაცნობო ბაზის გაფილტვრა მოუწევს. ბევრი არასაჭირო ადამიანი სარგებლობს თქვენი სიკეთით.
კირჩხიბებისთვის საცხოვრებლის ცვლის და ოჯახური ურთიერთობების დარეგულირების წელია.
ლომისთვის ეს წელი დიდი გამოცდა იქნება პროფესიული თავმოყვარეობის მხრივ. მოგიწევთ დაამტკიცოთ, რომ იმსახურებთ ლიდერის სახელს.
ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს კვალიფიკაციის ამაღლების თემა დაუდგებათ. შესაძლოა, არ დაგაკმაყოფილოთ საკუთარმა ცოდნამ.
სასწორები ამ წელს ძველ, ბევრჯერ გადადებულ და გადაუჭრელ პრობლემებს შეეჩეხებიან. მოუწევთ სწრაფი რეაგირება. გაგრძელება

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომლებსაც 2018 წელს წარმატება ელით - ვის ირჩევს ყვითელი ძაღლი