ოპტიმიზმით სავსე, დიდი გეგმებისა და ოცნებების კვირა გველის წინ. ორშაბათი იუპიტერისა და მზის სექსტილით იწყება.
რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში მოიმატებს მომავლის რწმენა, უკეთესის მოლოდინი და სურვილი, საკუთარ თავზე მეტი შემართებით აიღონ პასუხისმგებლობები. თუმცა, ამასთან ერთად, აუცილებლად გირჩევთ, რომ წინ და უკან ნუ ჩამოარიგებთ გულუხვ დაპირებებს. იმიტომ, რომ მომავალში შესაძლოა ამ პერიოდში აღებული ყველა ვალდებულების შესრულება საგრძნობლად გაგიჭირდეთ და მიუხედავად თქვენი კეთილი ზრახვებისა, გარშემო მყოფთა თვალში, რბილად რომ ვთქვათ, აფერისტის იარლიყი აიწებოთ.
ორშაბათსვე ვენერასა და იუპიტერის დადებითი ასპექტი ბევრ პარტნიორულ კავშირში გაათბობს გულებს და გააბამს უხილავ, ემოციურ ძაფებს. თუმცა, იგივე ასპექტი ფინანსების უთავბოლო ხარჯვასა და გადამეტებულ "შოპინგომანიასაც" არანაკლები აქტიურობით უწყობს ხელს, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი იქნება, კვირის დასაწყისში მკაცრად აკონტროლოთ ხარჯები, თუკი არ გსურთ, რომ თვის ბოლოს სოლიდური ვალებით შეხვდეთ.
ზემოთ თქმულ ტენდენციებს სიმძაფრეს მარსი-პლუტონის ასპექტი დაუმატებს, რის ხარჯზეც მოიმატებს პრინციპულობა და ბრძოლისუნარიანობა ადამიანებში. თუმცა კატეგორიულად მოგიწოდებთ, საკუთარი პრინციპების დაცვისას ყველანაირ ძალისმიერ და ხისტ მეთოდზე თქვათ უარი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თავადვე აღმოჩნდეთ საბოლოო ჯამში აგრესიის მსხვერპლის როლში. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა - "მახვილის ამღებს მახვილითვე უწერია სიკვდილიო".
9 იანვარს, მზისა და ვენერას შეერთების ხარჯზე, კარგი იქნება სხვადასხვა ტიპის ფინანსური ოპერაციის წარმოება. ეს კარგი დროა პარტნიორული კავშირების დასასტაბილურებლად და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. განსაკუთრებით უმართლებთ ამ მხრივ ხელოვან და კრეატიულ ადამიანებს.
ამავე დღეს ცაზე ვენერასა და პლუტონის შეერთებაც დაფიქსირდება, რის ხარჯზეც ყველა ზემოთ თქმული ასპექტი განსაკუთრებულ დრამატიზმს შეიძენს. მოერიდეთ ეჭვიანობასა და ფინანსურ საკითხებში გაუაზრებელ რისკებს. შესაძლოა, მოგებაც ნახოთ, მაგრამ ზედმეტმა სითამამემ, ასევე არ არის გამორიცხული, გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშეც დაგაყენოთ მომავალში.
9 იანვარი განსაკუთრებული ემოციური და ენერგეტიკული სიძლიერის დღე იქნება. იმიტომ, რომ ზუსტად ამ დღეს თხის რქის ნიშანში თავს ერთბაშად მოიყრის მზე, ვენერა და პლუტონი. შესაბამისად, ეს დღე შეუძლიათ ნაყოფიერად გამოიყენონ შორსმჭვრეტელმა, დაკვირვებულმა, მაგრამ საკმარისად აზარტულმა ადამიანებმა. გაგრძელება