ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ, ამიტომ ხასიათის თვისებებიც განსხვავებული გაგვაჩნია.
შესაძლებლობები და ნაკლიც ინდივიდუალური ძალით გვაქვს გამოხატული. თუმცა, ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობს მინიმუმ ერთი რამ, რისი კეთებაც ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს საერთოდ არ გამოსდის.
ასე მაგალითად, ვერძს არ შეუძლია მოთმენა. იქნება ეს ლოდინი, ტკივილის ატანა თუ სხვა რამ.
კუროს არ შეუძლია კომფორტზე უარის თქმა. ხორციელი სიამოვნება - ჭამა, სექსი და ა.შ. მისთვის სუსტი წერტილია.
ტყუპს არ შეუძლია დადინჯება, ის ძალიან ინფანტილურია. ინფორმაციულ ვაკუუმში ყოფნაც ნევროზულ მდგომარეობაში აგდებს ამ ადამიანს.
კირჩხიბს არ შეუძლია შეხედულებების შეცვლა. მისი ფასეულობები ხშირად თაობათა ფასეულობის სისტემას ეფუძნება.
ლომს არ შეუძლია წაგება. დაქვემდებარებულისა და დამარცხებულის როლი ლომისთვის მომაკვდინებელია.
ქალწულს არ შეუძლია გაჩუმება. გარშემო ხომ იმდენი რამეა გასაკრიტიკებელი?
სასწორს არ შეუძლია უარის თქმა. ეს არის ზოდიაქოს ყველაზე ხათრიანი ნიშანი.
გაგრძელება