ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ რომანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გექნებათ რომანი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ
დამეთანხმებით ალბათ, არსებობს ამქვეყნად სასიყვარულო ისტორიები, რომელიც გარკვეულ ფატალიზმს ეფუძნება. ორი ადამიანი ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებს, თუმცა, ერთად ყოფნაც მათთვის დიდი ომი და გამოწვევაა. დღეს გვინდა ზუსტად ასეთ წყვილებზე გესაუბროთ და გითხრათ, ვისთან შეიძლება აღმოჩნდეს თქვენთვის რომანი საბედისწერო.

ვერძი - მორიელი უძლიერესი სექსუალური მიზიდულობის მიუხედავად, ამ წყვილში მოსალოდნელია მუდმივი ომი ძალაუფლების გამო. ეჭვიანი მორიელი და თავნება ვერძი აუცილებლად დაეჯახებიან ერთმანეთს "რქებით", რაც საბოლოოდ მორიელის გამარჯვებით დასრულდება.

კურო - მშვილდოსანი მესაკუთრე, სტაბილურობის მოყვარული კურო წყობიდან შეიძლება გამოიყვანოს თავქარიანმა და აბსოლუტურად უკონტროლო
მშვილდოსანმა. მათი სიყვარული შეიძლება იყოს მძაფრი, ინტენსიური, მაგრამ ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ამ წყვილს ნაკლებად გამოუვა ხასიათებში მკვეთრი განსხვავების გამო.

ტყუპი - თხის რქა ერთ-ერთი რთული წყვილია. თავქარიან, მარტივ ტყუპს თხის რქა ათასნაირ შეზღუდვებს დაუწესებს. ის აუცილებლად ეცდება საკუთარ თავზე მოირგოს ტყუპი, რაც, რაღა თქმა უნდა, უშედეგო მცდელობაა.

კირჩხიბი - მერწყული მათ შორის დაწყებული დიდი სიყვარული ხშირად სიძულვილში გადაიზრდება. მერწყული თავიდანვე შეეცდება მართოს კირჩხიბი, რაც ამ უკანასკნელში ეჭვებსა და გაუცხოებას გამოიწვევს. მერწყული ვერასოდეს შეძლებს გაიგოს კირჩხიბის სენსიტიური ბუნება და ხშირად მიაყენებს მას გამოუსწორებელ დარტყმას თავმოყვარეობაზე.

ლომი - თევზები ამ ორის ურთიერთობა ე.წ. "ცივი ომის" ფონზე ვითარდება. ამაყი და ცოტა უტაქტო ლომი, ხშირად მიაყენებს ტკივილს ემოციურად ლაბილურ თევზებს. ის კი თავის მხრივ აუცილებლად ჩაიკეტება და ომს დუმილის ფონზე გამოუცხადებს, რის გამოც ლომი თავს საშინლად დამნაშავედ იგრძნობს. თუმცა, მათ არასოდეს მიეცემათ გულახდილად საუბრის საშუალება.

ქალწული - ვერძი ქალწული ბუნებით მშენებელი და შემგროვებელია, ვერძი კი თავის მხრივ ყოველთვის "დაანგრევს" მის აგებულს; როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ამასთან ერთად, ვერძი ქალწულის მეწვრილმანეობას გამოჰყავს წყობიდან, ქალწულს კი არასოდეს ელევა შენიშვნები ვერძის ინფანტილურობის გამო.

სასწორი - კურო მათ ერთად ყოფნას არ აქვს პერსპექტივა, იმიტომ რომ არასოდეს გამოსდით პრობლემებს გაუმკლავდნენ შეთანხმებულად და ერთობლივად. მათი ცხოვრებისეული ფასეულობები და პრიორიტეტებიც აბსოლუტურად განსხვავებულია. გაგრძელება

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
რა ასაკიდან უნდა ჭამოს ბავშვმა ყურძენი - რჩევები მშობლებს
0
0
0 /
0 წ
0
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
 კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 21-28 იანვარი
12:05 / 22-01-2018
შეიძლება თამამად ითქვას, რომ ბოლო პერიოდის მანძილზე ერთ-ერთი დინამიკური, აქტიური, გარკვეულწილად კონფლიქტური ალბათობებით სავსე კვირა იღებს სტარტს.
როგორია თქვენი სექსუალური შესაძლებლობები ნუმეროლოგიის მიხედვით
12:02 / 19-01-2018
ნუმეროლოგია უძველესი დროიდან იღებს სათავეს და დღევანდელობაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს ევროპის ქვეყნებში.
ზოდიაქოს ოთხი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც სიყვარულს კარიერა ურჩევნია
10:28 / 18-01-2018
მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში ქალი, რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს, გასაკვირი მოვლენა ნამდვილად აღარ გახლავთ,
ექვსი ასტროლოგიური წყვილი, რომელიც იდეალურად ეწყობა ერთმანეთს სექსში
10:12 / 17-01-2018
ზოდიაქოს ნიშნებს ერთმანეთისგან არამხოლოდ ხასიათი, სექსუალური მოთხოვნილებები და ტემპერამენტიც განასხვავებს.
იანვრის სასიყვარულო პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
16:35 / 16-01-2018
იანვრის თვე, სასიყვარულო თვალსაზრისით, ისევე, როგორც ზოგადი მოვლენებით, საკმაოდ "ცხელი" და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის. უფრო ზუსტ პროგნოზს კი გაეცანით სტატიაში
რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს ნიშნებზე 17 იანვრის ახალმთვარეობა
13:02 / 16-01-2018
ასტროლოგი ხათუნა ნოელი მოსალოდნელი ახალმთვარეობისა და მასთან დაკავშირებული ასტროლოგიური ასპექტების შესახებ "ფეისბუქში" წერს:
კაცების ჰოროსკოპი - ყველაფერი ვერძზე, კუროსა და ტყუპზე
10:19 / 12-01-2018
ასტროლოგია თავისებური ინსტრუქციაა, რომელიც ამა თუ იმ ადამიანის სახასიათო შტრიხებს გვაცნობს. ზოგჯერ - სერიოზულად, ზოგჯერ კი - იუმორით.
ზოდიაქოს ოთხი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელსაც სიყვარულს კარიერა ურჩევნია
10:32 / 11-01-2018
მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში ქალი, რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს
რა არ შეუძლია საერთოდ ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებულ ადამიანს
11:32 / 10-01-2018
ჩვენ ყველანი ინდივიდუალურები ვართ, ამიტომ ხასიათის თვისებებიც განსხვავებული გაგვაჩნია.
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი: 8-14 იანვარი
10:21 / 08-01-2018
ოპტიმიზმით სავსე, დიდი გეგმებისა და ოცნებების კვირა გველის წინ. ორშაბათი იუპიტერისა და მზის სექსტილით იწყება.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი