იანვრის თვე, სასიყვარულო თვალსაზრისით, ისევე, როგორც ზოგადი მოვლენებით, საკმაოდ "ცხელი" და მოულოდნელობებით აღსავსე იქნება ზოდიაქოს ნიშნის ბევრი წარმომადგენლისთვის. უფრო ზუსტ პროგნოზს კი გაეცანით სტატიაში
ვერძი
თვის პირველ დეკადაში ვერძებს განსაკუთრებული მოთხოვნილება გაუჩნდებათ, მიიღონ სითბოსა და სიყვარულის დამამტკიცებელი საბუთი საყვარელი ადამიანებისგან, აქტიურად გამოხატული ჟესტების სახით – კოცნა, ჩახუტება, მოფერება და ა.შ. (რაც ზოგადად ვერძს არ ახასიათებს). თუმცა, იანვრის მეორე დეკადა უფრო ნაყოფიერი იქნება ამ მხრივ და ვერძების დიდი ნაწილი უპრობლემოდ მიიღებს იმ ემოციას პარტნიორისგან, რასაც ასე დაჟინებით ითხოვს. მარტოხელა ვერძებს რომანტიკული ნაცნობობა ელით ადამიანთან, რომელიც შესაძლოა პირველ ეტაპზე სულაც არ ჩათვალონ ყურადღების ღირსად. {{ArticleSplitCont}}
კურო
კუროებს იანვრის თვეში მოულოდნელი საჩუქრებით გაანებივრებენ მოულოდნელად გამოჩენილი თაყვანისმცემლები და პარტნიორები. თუმცა, სასურველია, თუ ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ზედმეტი დამოკიდებულება არ გაუჩნდებათ ამგვარი "მსუყე ცხოვრების" მიმართ. შესაძლებელია, თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ან უკვე არსებული, ამ გზით საკუთარი, არცთუ დადებითი ზრახვების დამალვას ცდილობს თქვენგან. ხოლო იმ კუროებს, ვინც უკვე იმყოფება გარკვეული სახის ურთიერთობაში, იანვარში გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად მოუწევთ, პარტნიორთან დაგროვილ პრობლემებზე სასაუბროდ მაქსიმალური დიპლომატია გამოიყენონ.{{ArticleSplitCont}}
ტყუპი
იანვარი ტყუპს, რომელთაც უკვე ჰყავთ გვერდით მეორე ნახევარი ან მეუღლე, გარკვეულ გამოცდას უწყობს – ახლა გამოჩნდება, თუ რამდენად შესწევთ მათ უნარი, საკუთარ მეორე ნახევარს მორალურად და ემოციურად დაეხმარონ. დახმარება კი თქვენს პარტნიორს, ძვირფასო ტყუპო, აუცილებლად დასჭირდება. მათ კი, ვინც ჯერაც მარტოხელა ცხოვრებას ამჯობინებს, ვარსკვლავები სერიოზულ გამოცდას უწყობენ "ორი კურდღლის მადევრის" სტატუსზე. სამაგიეროდ, თუ თქვენ სწორად შეარჩევთ მომავალ პარტნიორს, ურთიერთობა, რომელიც იანვარში დაიწყება, შესაძლოა, ხანგრძლივი და სტაბილური იყოს ხანგრძლივი დროის მანძილზე.{{ArticleSplitCont}}
კირჩხიბი
იანვარში უკვე დაოჯახებულ კირჩხიბებს, შესაძლებელია, გარკვეული ნოსტალგია და მონატრების გრძნობა დაეუფლოთ საკუთარი მეორე ნახევრების მიმართ. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრმა წარმომადგენელმა, გამორიცხული არაა, სამუშაო გრაფიკის შემცირება ან ბიულეტენიც კი მოითხოვოს საიმისოდ, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს სახლში, საყვარელი ადამიანის გვერდით. ხოლო კირჩხიბთა იმ კატეგორიას, ვინც აქამდე ეძებს მეორე ნახევარს, სასურველი მიზნის მისაღწევად ასტროლოგები არა მხოლოდ იმიჯისა და ცხოვრების სტილის, არამედ სამუშაო ან საცხოვრებელი ადგილის ცვლასაც კი ურჩევენ, რათა საბოლოოდ დაიჭირონ კუდით "ლურჯი ფრინველი", რომელსაც სახელად – "ქორწინება" ჰქვია.{{ArticleSplitCont}}
ლომი
ლომების დიდ ნაწილს იანვარში არაერთი სასიამოვნო ნაცნობობა ელის საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან. თუმცა, ის, თუ რომელ მათგანთან ურთიერთობა გადაიზრდება რამე უფრო სერიოზულში, თავად ლომის გულწრფელობასა და სამართლიან სვლებზე იქნება დამოკიდებული ინტერესის ობიექტის მიმართ. თუკი თქვენ გულით იმოქმედებთ, სამომავლოდ ხანგრძლივი და ლამაზი ურთიერთობა გელით საინტერესო ადამიანთან. ხოლი იმ ლომებს, რომელთაც უკვე გააჩნიათ ოჯახი და მეორე ნახევარი, იანვარში, მეუღლესთან ერთად სასიამოვნოდ გატარებული ვიქენდები და ოჯახური წვეულებები გაულამაზებს ცხოვრებას.{{ArticleSplitCont}}
ქალწული
მარტოხელა ქალწულების დიდ ნაწილს იანვარში ახალი ნაცნობობა და რომანტიკული ემოციების სიმძაფრე ელის. თუმცა, თავისუფალ ცხოვრებას მიჩვეული ქალწულებისთვის ძნელი მისაღები იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხანგრძლივ და სერიოზულ კავშირს ავალდებულებს. ამიტომ ზოგიერთი ქალწული შესაძლოა, ურთიერთობის გაწყვეტის ინიციატორადაც კი გამოვიდეს ახალდაწყებულ და საკმაოდ პერსპექტიულ ურთიერთობაში. დაოჯახებულ ქალწულებს კი საკმაოდ ბევრი პრობლემის მოგვარების შანსი გაუჩნდებათ მეორე ნახევართან, თანაც, მოლაპარაკების მეშვეობით და მშვიდ ატმოსფეროში.{{ArticleSplitCont}}
სასწორი
იანვარში დაოჯახებულ სასწორებს გარკვეული პრობლემების გადალახვის აუცილებლობა დაუდგებათ დღის წესრიგში, ძირითადად, მეუღლის ნათესავებთან ან სამეგობროსთან მიმართებაში. ამასთან ერთად, გაუთავებელ კამათსა და დისკუსიაში მეორე ნახევართან შესაძლოა, ვერც გაარკვიოთ წესიერად, ვინ არის მტყუანი და ვინ მართალი. ასტროლოგები გირჩევენ, საოჯახო გარჩევებში ნაკლებად ჩარიოთ უცხო ადამიანები. ამით ბევრ პრობლემას აირიდებთ თავიდან. მარტოხელა სასწორებს კი, იანვარში ვარსკვლავები ახალი ნაცნობობის ან უკვე არსებული ურთიერთობის გაცილებით უფრო სერიოზულ სტადიაზე გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. იხილეთ სრულად