მთვარე, ძირითადად, ორი ზეციური მოვლენის მთავარი გმირია - მთვარის დაბნელების და სუპერმთვარეობის.
პირველი მათგანის მომსწრენი წელიწადში მინიმუმ ორჯერ ვხდებით. ამ დროს ჩვენი თანამგზავრი ვარსკვლავი დედამიწის ჩრდილის კონუსში შედის, რის გამოც მთვარე მთლიანად ბნელდება.
სუპერმთვარეობის დროს კი ეს ციური ობიექტი მაქსიმალურად უახლოვდება დედამიწის ორბიტას, რის შედეგადაც მთვარე იმაზე 14%-ით დიდი ჩანს, ვიდრე სტანდარტულად და სიკაშკაშითაც გამოირჩევა. ჩვეულებრივ, წელიწადში ეს ერთხელ ხდება.
წელს ეს ორი ჯადოსნური ფენომენი ერთმანეთს დაემთხვევა და მთვარე მოწითალო შეფერილობას მიიღებს, რაც ცნობილია "ლურჯი სისხლიანი მთვარის" სახელით. ეს შესამჩნევი ხუთშაბათს, საღამოს 5-დან დილის 8 საათამდე იქნება.
სამწუხაროდ, რუსეთში, ირლანდიისა და აშშ-ის ნაწილში მცხოვრებ ასტრონომიის მოყვარულთ არ გაუმართლათ. მათ ცაზე ეს წვეულება არ გამოჩნდება. მსგავსი სანახაობა სამყარომ 2015 წელსაც შემოგვთავაზა.
მარიამ ელიაშვილი
წყარო www.rte.ie