მამაკაცების დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ქალები თავიანთი ბუნებით დაახლოებით ერთნაირი ინდივიდები არიან - სენტიმენტალურები, კომპლიმენტებისა და სიურპრიზების მოყვარულები...
ცოტაც ბავშვურები. თუმცა, როცა საქმე სიყვარულს შეეხება, ყველა მათგანთან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო საიმისოდ, რომ თქვენმა რჩეულმა მისკენ გადადგმული ნაბიჯები სწორად გაიგოს და რაც მთავარია, ჯეროვნად დააფასოს.
ვერძს სიყვარულში აჯობებს, რაიმე სახის "რომანტიკული გმირობის" თანხლებით გამოუტყდეთ. ტრადიციული - "მე შენ მიყვარხარ" სანთლების შუქზე მას თქვენ მიმართ დიდ ინტერესს არ გაუღვივებს.
კუროს სტაბილური მამაკაცები ხიბლავს, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს ქალი თქვენი ზრახვების შესახებ გუმანით მაინც რამეს ეჭვობს, არ გირჩევთ ემოციების სპონტანურად გადმოფრქვევას. კუროს ასეთი საქციელი ძალიან დააფრთხობს.
ტყუპს არ სჭირდება სიტყვები თქვენი მის მიმართ გრძნობის დასადასტურებლად და მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ მას იმავეს. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს ბუნებრივი, ვალდებულებებისგან თავისუფალი კავშირები მოსწონთ. ნუ დაუწესებთ ჩარჩოებს!
კირჩხიბს სიყვარულში საქორწინო ბეჭდის თანხლებით თუ არ გამოუტყდით (შესაძლოა, მის შეძენას ოდნავ მოგვიანებით გეგმავთ, ან თითის ზომა გაქვთ დასაზუსტებელი), მან შესაძლოა იფიქროს, რომ მასთან ურთიერთობა მხოლოდ სექსისთვის გესაჭიროებათ. ცრემლებად დაიღვრება და ძალიან გაგიჭირდებათ მისი შემორიგება.
ლომს სიყვარული სერენადისა და ძვირფასი რესტორნის და ასეთივე ძვირფასი სამკაულის გარეშე თავმოყვარე მამაკაცმა არ უნდა აუხსნას. განა იმიტომ, რომ ეს ქალი მეშჩანია, არა, ჩემო ბატონო. უბრალოდ, დედოფალზე რომ გაქვთ პრეტენზია, თავადაც ხომ მეფურად უნდა გამოიყურებოდეთ.
ქალწულს სიყვარულის ახსნა, უაზრო რომანტიკული სიტყვების რახარუხი და ათასგვარი სახის სენტიმენტალური სისულელე ძალიან დააფრთხობს. აჯობებს, მომავალი სახლის დიზაინი და რემონტის საკითხები შეუთანხმოთ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამი იქნება.
სასწორთან თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და კრეატიული ნიჭის მაქსიმალური მობილიზება დაგჭირდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულები აღმერთებენ სადილს სანთლის შუქზე, ვარდის ფურცლებით ავსებულ აბაზანას, ლამაზად შეფუთულ საჩუქრებს... მოკლედ, ჩვენ მინიშნება მოგეცით, დანარჩენი თქვენი ფანტაზიისთვის მიგვინდვია. გაგრძელება