ასტროლოგებს შორის ხშირად მიდის დავა იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშანი წარმოშობს ყველაზე მომხიბვლელ და ლამაზ ქალბატონებს.
მაგრამ მიჩნეულია, რომ ვიზუალურ მონაცემებზე, მზის ზოდიაქოს ნიშნის გარდა, კიდევ ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას. მათ შორის, ასცენდენტი - იგივე ინდივიდუალური ნიშანი, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტშია ცაზე დომინანტი. თუმცა, არსებობს გარკვეული და ძალზე საინტერესო სტატისტიკა იმის შესახებ, თუ ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან მსოფლიოში ცნობილი და სახელგანთქმული ლამაზმანები ყველაზე დიდი დოზით.
პირველ ადგილზე ამ მხრივ ტყუპია - 97% (მერილინ მონრო, ანჯელინა ჯოლი, ნატალი პორტმანი, ლიზ ჰარლი, ადრიანა ლიმა).
მეორე საპატიო ადგილი ერგოთ სასწორებს - 88% (მონიკა ბელუჩი, ქეით უინსლეთი, მარიონ კოტიარი, ნაომი უოთსი, ალისია სილვერსთოუნი).
მესამე ადგილის მფლობელები მერწყული ქალები გახდნენ - 78% (დენის რიჩარდსი, ჯენიფერ ენისტონი, ილსა ფიშერი, კერი ვოშინგტონი).
მეოთხე ადგილზე არიან ვერძი ქალბატონები - 73% (კირა ნაიტლი, ემა უოთსონი, ქეით ჰადსონი, სარა მიშელ-გელერი).
მეხუთე ადგილი კირჩხიბებს ერგოთ - 70% (მერილ სტრიპი, სოფია ვერგარა, ჟიზელ ბიუნდჰენი, დაიან კრუგერი, ლივ ტაილერი).
მეექვსე ადგილს მორიელები იკავებენ - 67% (სკარლეტ იოჰანსონი, რეიჩელ მაკ ადამსი, ჯულია რობერთსი, კეტი პერი, დემი მური).
მეშვიდე ადგილი ქალწულისაა - 62% (ბლეიქ ლაივლი, კამერონ დიასი, ლეა მიჩელი, ბიონსე, მიშელ უილიამსი).
მერვე ადგილზე არიან ლომი ქალები - 60% (ჯენიფერ ლოურენსი, ჰოლი ბერი, ჯენიფერ ლოპესი, მილა კუნისი, მადონა). გაგრძელება