ნებისმიერი ქალი ამქვეყნად ეძებს იდეალურ მამაკაცს.
თუმცა ზოგი პოულობს მას, ბევრი კი - ვერ. როგორც ასტროლოგიურმა გამოკვლევებმა ცხადყო, არსებობს კონკრეტული სია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით იმ მამრებისა, ვისი ხასიათიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ყველა ქალბატონისთვის სასურველი პარტნიორის პორტრეტს...
სიის სათავეში ვერძები მოხვდნენ 87%-ით.
როგორც გაირკვა, ვერძ მამაკაცს გააჩნია უნარი, საკუთარ თავზე აიღოს ქალზე პასუხისმგებლობისა და ზრუნვის საკითხი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მან ზუსტად იცის, რომ "ცალ კარში" არ უხდება თამაში. ამასთან ერთად, ვერძი საკმაოდ გულუბრყვილო და ალალი ტიპაჟია. შესაბამისად, მასთან თქვენი წარსულის "დახურულ თემად" გამოცხადებაც მარტივად გამოგივათ.
კურო – 76%
კუროების უმრავლესობა მეოჯახე და მზრუნველია. ამიტომ გასაკვირი არც არის ის ფაქტი, თუ რატომ დაიკავა კურომ საპატიო ადგილი იდეალური მამრების სიაში. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ კურო მიწის სტიქიის წარმომადგენელია. ამიტომ იგი ვერძივით არ გაგანებივრებთ განუსაზღვრელი ბიუჯეტითა და სასურველი ნივთების შესაძენად ყოველთვის მასთან მოგიწევთ შეთანხმება. გაგრძელება