როგორია თქვენი იდეალური სასიყვარულო ისტორია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:
#1 თხის რქა
ნეო და ტრინიტი, "მატრიცა"
პირველ რიგში, თხის რქისთვის იდეალური რომანი ნებისმიერთან ვერ დაიწყება, ის მხოლოდ რჩეულს შეიყვარებს, რომელმაც სწორად სიყვარული უნდა იცოდეს - რაც ნიშნავს იმას, რომ სამყაროს გადარჩენისას ყურადღება არ გაუფანტოს. იდეალური რომანი მხოლოდ მაშინ შედგება, თუ საერთო მიზნები აქვთ.
#2 მერწყული
ელ მარიაჩი და კაროლინა, "დესპერადო"
მერწყულისთვის იდეალური რომანი უცაბედი და მოულოდნელია. მაგალითად, როცა ერთ დღეს ჩვეულებრივად მიდიხარ სამსახურში და უცებ სასწაული ხდება! ჩნდება იდუმალი პრინცი და ყველაფერს ცვლის. რაც უფრო იდუმალია ისტორია, მით უფრო იდეალურია რომანი.
#3 თევზები
ედვარდი და ვივიენი, "ლამაზმანი"
ვივიენი ბუნებით სწორედ თევზ ქალს წარმოადგენს: მგრძნობიარე, არტისტული და ნაზი ლამაზმანი. მას მამაკაცებთან ურთიერთობა და სასურველის მიღწევა ვირტუოზულად გამოსდის. თევზისთვის იდეალური რომანი იწყება მაშინ, როცა თავად სურს, რჩეულს შეუყვარდეს და ამას აღწევს კიდეც.
#4 ვერძი
ჯონი და ჯეინი, " მისტერ და მისის სმიტები"
ვერძის იდეალური რომანი არა რომანი, არამედ ქორწინებაა. თუმცა, ეს ჩვეულებრივი ქორწინება არ გეგონოთ: ეს 2 ძლიერი და განსხვავებული პიროვნების კავშირია. აუცილებლად თანასწორები უნდა იყვნენ - ამ შემთხვევაში ერთმანეთს მხარს დაუჭერენ, ცუდ ადამიანებს გზიდან მოიშორებენ და დროდადრო ერთმანეთს სიყვარულშიც გამოუტყდებიან.
იხილეთ სრულად