როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, ერთგული მეგობრები სასურველია ჩვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენლებს შორის მოვნახოთ.
ზოდიაქოს მეთერთმეტე სახლს სხვაგვარად "მეგობრობის სახლსაც" უწოდებენ,
მისი მმართველი კი მერწყულია, ყველაზე მეგობრული ნიშანი. თუმცა, თუ თქვენ მორიელი ხართ, საუკეთესო მეგობრად თქვენგან მეთერთმეტე ნიშნის წარმომადგენელი, ანუ ქალწული გამოგადგებათ. მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ვერძმა საუკეთესო მეგობარი მერწყულებს შორის უნდა ეძებოს. მას ძალიან მოეწონება მერწყულის კრეატიულობა, დამოუკიდებლობის სიყვარული და უნარი, არასოდეს მოაბეზროს თავი სხვას. მერწყულს ვერძის ენერგიულობა და დინამიზმი მოხიბლავს. ამ ორს შეუძლია ერთი შეხედვით უტოპიურ გეგმებსაც კი შეასხას ფრთები.
კუროს შესანიშნავ მეგობრობას გაუწევს თევზები. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული დაქალი კუროს ხელოვნების სფეროს აზიარებს, ასევე, ასწავლის ადამიანური ფსიქოლოგიის რთულ ხვეულებში გარკვევას. თავის მხრივ, თევზები კუროს სახით შესანიშნავ დასაყრდენს და სტაბილურ მოკავშირეს შეიძენს, რომლის იმედიც მას ყოველთვის ექნება.
ტყუპ ქალს იდეალურ მეგობრობას გაუწევს ვერძი. ვერძის ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა იმდენად გადამდებია, რომ ტყუპი ხშირად თავად დგამს პირველ ნაბიჯებს მის გასაცნობად. სასურველია, თუ ტყუპი ვერძს ლიდერობაში ნაკლებად შეეცილება. სხვა მხრივ, ამ ორს მოწყენილობა ნამდვილად არც ერთ სიტუაციაში არ ემუქრება.
კირჩხიბისთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია კუროს. ამ ორს შორის საერთო ძალიან ბევრია. შესაძლოა ისინი კულინარიის სიყვარულმა გააერთიანოს ან ინტერიერის დიზაინის განხილვით გაირთონ თავი. ორივეს უყვარს ფული და გამორიცხული არაა, რაიმე სახის მომგებიან ბიზნესგეგმაზეც იმუშაონ ერთად. მათი მიზნები ყოველთვის რეალური და ასრულებადი იქნება კირჩხიბის დიპლომატიის და კუროს პრინციპულობის წყალობით.
ლომი ქალი შესანიშნავად გაუგებს ჰაეროვან და მსუბუქ ტყუპს. ამ ორს ყოველთვის ექნება საჭორაო და სახითხითო საბაბი. ერთნაირად დაინტერესდებიან მოდის უახლესი ტენდენციებითა და ქალაქის ცხელ-ცხელ ჭორებსაც დიდი მონდომებით გაუზიარებენ ერთმანეთს. მამაკაცებზეც შესანიშნავად "ინადირებენ" დუეტში.
ქალწული იდეალურად იმეგობრებს კირჩხიბთან. ორივეს უყვარს განმარტოება, სიმყუდროვე, წესრიგი და კომფორტი. მათ საათობით შეუძლიათ ჩაის სმასა და ლიტერატურაზე საუბარში გაატარონ დრო. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა გაუგებრობა წარმოშვას, ქალწულის გადამეტებული კრიტიკულობაა, რაც შეიძლება ბუნებით წყენია კიბოს გაბუტვის საბაბი გახდეს.
სასწორი ქალისთვის შესანიშნავი მეგობრობის გაწევა შეუძლია ლომს. ლომი ქალი, სასწორის მსგავსად, გიჟდება მოდაზე, ლამაზ აქსესუარებსა და ჩაცმა-დახურვის თემა ამ ორისთვის უცვლელი სასაუბრო იქნება. გარდა ამისა, სასწორს გააჩნია უნარი, გამუდმებით წაახალისოს ლომი ქალის თავმოყვარეობა კომპლიმენტებით, რაც ამ უკანასკნელს ჰაერივით სჭირდება. გაგრძელება