ზოდიაქოს რკალი თორმეტ ნიშნად იყოფა და მათგან თითოეულს გააჩნია ხასიათში გამოკვეთილი ნაკლი და ღირსება.
თუმცა ადამიანის სულიერ განვითარებას ზუსტად ის განაპირობებს რამდენად შესწევს მას ძალა, დაძლიოს ნაკლოვანებები და წინ წამოსწიოს ის დადებითი თვისებები, რომლებიც მას ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კოსმოსმა უბოძა...
მაშ ასე - რა პრიორიტეტები აქვს სასწორს
სასწორის ზოდიაქო პლანეტა ვენერას მართვაში იმყოფება. შესაბამისად, ამ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია იგი თუ მამაკაცი, ყოველთვის გააჩნია განსაკუთრებული შარმი და ჰარმონიული გარეგნობა. ამასთან ერთად, მათი ძირითადი "კოზირი" – გულითადი და სანდომიანი ღიმილია, რის ხარჯზეც სასწორი გარშემო ყველას ან თითქმის ყველას მოსწონს უპირობოდ.
სასწორები ბუნებით უკონფლიქტო ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ბილწსიტყვაობა და იშვიათად გამოირჩევიან საზოგადოებაში უმსგავსო საქციელით. როგორც წესი, ეს ხალხი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი ადგილი დაიკავოს სოციუმში. თუმცა, ამას ისინი არასოდეს აკეთებენ უხეშობის, აგრესიის ან სხვების დაჩაგვრის ხარჯზე. ჭეშმარიტი სასწორი პუბლიკას საკუთარი დიპლომატიურობითა და სირბილით ხიბლავს. თუმცა, როცა მის ვენერასეულ, მომხიბვლელ ღიმილს შეჰყურებთ და ფიქრობთ, რომ თქვენ წინ მჯდომი ადამიანი ბამბასავით ფაფუკი და შოკოლადის ნაყინივით ტკბილია, უპრიანი იქნება, გაიხსენოთ ისიც, რომ სასწორს ოპოზიციურ ნიშნად ზოდიაქოს რკალზე ხისთავიანი და აგრესიული ვერძი უზის. ჰოდა, თუკი მის მოთმინებას ბოროტად გამოიყენებთ, თავაზიანად მომღიმარმა ინდივიდმა შესაძლოა ერთ დღეს მადიანი ალიყურიც გაჭამოთ, თუ უშუალოდ მუშტით არა, საქციელით მაინც. გაგრძელება