ასტროლოგი ვერა ხუბელაშვილი გვესაუბრა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე და იმაზე, თუ როგორი ხასიათით გამოირჩევიან ისინი ფლირტის დროს.
რას შეიძლება გვანიშნებდეს ჩვენი ინტერესის ობიექტის ქცევა, რა უნდა ვიცოდეთ მასზე და რა ნიუანსებს უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება.
ვერძი
ძალიან მესაკუთრეა. მისი უმთავრესი პლუსი არის ის, რომ შემტევი ბუნებისაა და ადვილად არ ნებდება.
როდესაც ცდილობთ, რომ მას ეფლირტაოთ, შესაძლოა, სრულიად სხვანაირი მოგეჩვენოთ, ვიდრე რეალურადაა. ხოლო, როცა ვერძი თავად ცდილობს თქვენ მოხიბვლას, შეიძლება თავადაც უხერხულ სიტუაციაში ჩაიგდოს თავი და თქვენც ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.
გარკვეულ მომენტში ისინი მეტისმეტად გულუბრყვილოებიც არიან, თუმცა ეს ყველა ვერძს სულაც არ ეხება. როცა ურთიერთობით კმაყოფილები არიან, საოცარ ენთუზიაზმს იჩენენ. ეს, ერთი მხრივ, მშვენიერია, მეორე მხრივ კი, ერთგვარად სიურპრიზსაც კი წააგავს.{{ArticleSplitCont}}
კურო
საერთოდ, ისინი, როგორც წესი, ზანტები არიან. მათი მიდგომა თითოეულ საქმესთან მიმართებაში გააზრებულია. ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ბევრს ფიქრობენ, აანალიზებენ და წონიან.
კუროს ნიშნით დაბადებულნი ღირსეული ადამიანები არიან. მათ ცხოვრებაში არის მომენტები, როცა თავშეკავებულობა არ აძლევთ იმის უფლებას, გამოავლინონ ის, რასაც იმ წუთას განიცდიან და გრძნობენ.
არ იფიქროთ, რომ რადგან კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია, მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს.
ისინი ურთიერთობაში გარკვეულ საზღვრებს აწესებენ, რომელსაც არ სცილდებიან.
მხოლოდ ძალიან დაკვირვებული ადამიანი თუ მიხვდება, რომ კურო მასთან შესახვედრად გარკვეულ ნაბიჯებს დგამს.
როცა კუროს ზოდიაქოს წარმომადგენელი უკუკავშირს გრძნობს, გაძლიერებული ინტერესის გამოხატვას იწყებს კონკრეტული ობიექტისადმი.{{ArticleSplitCont}}
ტყუპები
ძალიან სიამოვნებთ ფლირტი. მათთვის ეს გასართობ თამაშს ჰგავს. ეს არის ურთიერთობის ახალი ეტაპი, რომელიც ჩვეულებრივად შეუძლიათ მიიღონ. როცა საქმე ფლირტს ეხება, შეიძლება ითქვას, რომ ზოდიაქოს მესამე ნიშნის წარმომადგენელი ზოგჯერ არაგონივრულადაც იქცევა.
ერთი მხრივ, მიაჩნია, რომ მას შეიძლება სერიოზულად არ აღიქვამდნენ და თავადაც ურთიერთობას ნაკლებად აღიქვამს სერიოზულ ჭრილში.
იშვიათად, მაგრამ მაინც, ტყუპების ცხოვრებაში არის შემთხვევები, როცა საქმე რომანტიკულ სამკუთხედთან გვაქვს.
მათ სასიყვარულო ფრონტზე ხშირად უწევთ გაუგებრობებთან ჭიდილი.{{ArticleSplitCont}}
კიბო
ფლირტი საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ზოდიაქოს ამ ნიშანმა ყურადღება მიიქციოს და აჩვენოს ადამიანს, რომ ის მისთვის საინტერესოა.
სავსებით შესაძლებელია, რომ მოწონება გამოხატოს მწვავე, ინტიმური ფორმითაც კი.
ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთგულება, როცა ურთიერთობას იწყებენ და მაშინაც, როცა მხოლოდ ფლირტით არიან დაკავებულნი.
ისინი თავადაც ცდილობენ, რომ ერთგულება გამოხატონ და პატივი სცენ მათ გვერდით მყოფ ადამიანს.{{ArticleSplitCont}}
ლომი
ფლირტის დიდოსტატია. მას ძალიან უყვარს რომანტიკული თამაშები და ფლირტისას სწორედ ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. იგი ფლირტის დროს მომხიბლავ ღიმილს იყენებს და თავისებური ხიბლი აქვს.
რა თქმა უნდა, ძალაუფლების მოყვარულიცაა. ეს მისი ხასიათის ერთ-ერთი უმთავრესი ნიუანსი გახლავთ.
ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი და ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ მისი ინტერესის ობიექტს თავი მოაწონოს. თუმცა, შეიძლება ჰქონდეს განზრახვა და მხოლოდ მის ნაწილს შეასხას ხორცი.{{ArticleSplitCont}}
ქალწული
მას ფლირტის წამოწყების ნაცვლად, ურჩევნია, არ გამოხატოს მოწონება და არ შეიმჩნიოს. ცდილობს, რომ მიუწვდომელი იყოს და თამაშობს, რომ გაქცევა სურს.
შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანს რომანტიკული ურთიერთობის მიმართ შიშის გრძნობა აქვს.
რა თქმა უნდა, ეს ყოველივე ამ ნიშნით დაბადებულ თითოეულ ადამიანს არ ეხება, მაგრამ მეტწილად რეალობას ასახავს. ის ვერ იტანს ზეწოლას.
როდესაც მასთან ფლირტს წამოიწყებთ, უნდა ეცადოთ, რომ მაქსიმალურად დაეხმაროთ, თანაუგრძნოთ და რაც მთავარია, არ დააშინოთ.{{ArticleSplitCont}}
სასწორი
საპირისპირო სქესთან ფლირტის მოყვარული გახლავთ. როდესაც ცდილობთ, თავი მოაწონოთ, აუცილებელია, გაუსვათ ხაზი იმას, თუ რა დამსახურებები გააჩნია მას.
სასწორებს კარგად ეხერხებათ კომუნიკაცია, რაც ფლირტშიც ეხმარებათ.
ასეთმა ადამიანებმა იციან, როდისაა ხელსაყრელი მომენტი.
ხშირად სასწორს ფლირტი ჩვევაშიც კი გადასდის.{{ArticleSplitCont}}
მორიელი
ისინი ფლირტის დროს მოგვაგონებენ ყველაზე საშიშ მტაცებლებს. მათ არ უყვართ მომდევნო დღით ცხოვრება.
ერთი სიტყვით, ამ მტაცებელს კარგად გამოსდის იმ ადამიანის ყურადღების მიქცევა, ვინც მიზანში ამოიღო და „მსხვერპლად“ მოიაზრა.
ისინი ზოგჯერ შემთხვევით კავშირებსაც ამყარებენ. მორიელები მზად არიან ინტრიგებისთვისაც, რათა სასურველ მიზანს მიაღწიონ.
მორიელებს არ შეუძლიათ, რომ თავი დააღწიონ ნადირობის სურვილს.{{ArticleSplitCont}}
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ძალიან მომხიბლავი ადამიანები არიან. ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. არ უჭირთ ყურადღების მიქცევა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფლირტს ეხება.
ზოდიაქოს ეს ნიშანი საკმაოდ გულწრფელია. ის რომანტიკული ხიბლის მფლობელიცაა. მაგრამ ნუ იჩქარებთ. მოვლენები არ დააჩქაროთ, რადგან ხშირად მშვილდოსანმა ერთი ლამაზი ღამის შემდეგ შეიძლება გითხრათ, რომ ის ამ ეტაპზე სულაც არ ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს.{{ArticleSplitCont}}
თხის რქა
ის ფლირტის დროს უცნაურადაც იქცევა ხოლმე. ამ ნიშნის წარმომადგენელს შეუძლია, რომ მომხიბვლელი იყოს და ქცევით მიიზიდოს ადამიანი.
საკმაოდ ნიჭიერები არიან. რაც შეეხება მასთან ფლირტს, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ სუსტ მხარეზე. როგორც წესი, თხის რქები ფლირტით დიდხანს არ კავდებიან და ხანგრძლივ ურთიერთობებს გაურბიან. თუმცა, მათი თვისებების გამო შეიძლება ვაპატიოთ ეს სუსტი მხარე.{{ArticleSplitCont}}
მერწყული
დიახ, ის ამ სფეროში პროფესიონალია. ვინმე ფულს რომ იხდიდეს ამ უნარისთვის, ისინი მილიონერები გახდებოდნენ.
ფლირტის დროს გამარჯვებას ჯერდებიან და ეს პროცესი ძალიან უყვართ.
მერწყული ხშირად თვალების მეშვეობით მოგაწონებს თავს და დამატყვევებელ მზერას გტყორცნის.
შეუძლიათ იყვნენ ეშმაკურად მომხიბლავებიც. მერწყულის ყველაზე სუსტი თვისება ისაა, რომ ის მაქსიმალურ თავისუფლებას უნდა გრძნობდეს, როცა ფლირტი აქვს.
თუ რამე ნორმაში არაა, შეუძლიათ მარტივად აღშფოთდნენ და გაღიზიანდნენ.{{ArticleSplitCont}}
თევზები
ერთმანეთის საპირისპირო აზრები მათი თანმდევია. არაა გასაკვირი ის, რომ მისი ფლირტი უცნაური ფენომენია და ურთიერთგამომრიცხავ ქცევებს მოიცავს.
ზოდიაქოს მეთორმეტე, ანუ ბოლო ნიშნის წარმომადგენლები უზომოდ მოსიყვარულეები და ალერსიანები არიან.
ამასთან ერთად, თევზი მზრუნველი და გულწრფელია. როცა მის ცხოვრებაში რთული პერიოდი დგას, ძნელია, მიხვდე, რას მოიმოქმედებს. ზოდიაქოს ეს მგრძნობიარე ნიშანი ვნების მოზღვავებას განიცდის.
სექსისა და ფლირტის ცნება მის შემთხვევაში ახლოს შეიძლება იყოს. ის ნელა იწყებს ურთიერთობას და საკმაოდ დიდხანს წელავს.
ყველაფერი კი მაინც კოსმიურ ძალებზეა დამოკიდებული, თუ რა გავლენას მოახდენენ მასზე.
ნათია ხუნაშვილი