ცხოვრებაში მეორე ნახევრის სწორად შერჩევის საკითხი ძალიან ბევრი მამაკაცის დღის წესრიგში დგას აქტიურად, თუმცა მათგან ერთეულები ახერხებენ, ზუსტად იმ ქალს დაუკავშირონ ბედი, ვინც რეალურად გააბედნიერებთ...
მოდით, გადავხედოთ ცოლების დახასიათებას ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით... იქნება და სახლში კამიკაძე შემოიყვანეთ... თქვენ კი ეს არ იცით?
როგორი ცოლია ვერძი?
"აუტანელი" – ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მნიშვნელობით.
მინუსები – ფიცხი და კაპასია. ჯერ ამბობს, მერე ფიქრობს და ნანობს, ან სულ არ ნანობს არაფერს. არასოდეს აღიარებს მამაკაცის დომინანტობას ოჯახში, მაგრამ არც მასზე სუსტი კაცის გვერდით გაჩერდება დიდხანს.
პლუსები – თუ თქვენ პოლიტიკოსის ან საზოგადო მოღვაწის კარიერას იკეთებთ, ცოლად ვერძზე უკეთესს ვერავის იპოვით. მას შეუძლია სტიმული მოგცეთ და ყველანაირად შეგიწყოთ ხელი მწვერვალების დასაპყრობად.
როგორი ცოლია კურო?
თუ ფული გაქვთ, თქვენია... თუ არადა, მაინც თქვენი, მაგრამ ეგეთს დიდხანს ვერ აგიტანთ.
მინუსები – ჯიუტი და ნელია. ვერ იტანს, როცა აჩქარებენ. გადაწყვეტილებას რთულად იცვლის ან არ იცვლის საერთოდ. ვერ იტანს მფლანგველ კაცებს. თუმცა ძუნწი არავითარ შემთხვევაში არ ჰქვია, უბრალოდ, ხელმომჭირნეა.
პლუსები – ერთგული და ამტანი პარტნიორია. შეუძლია, მეუღლეს საუკეთესო "ბექგრაუნდი" შეუქმნას. არასოდეს წუწუნებს ცხოვრებისეული სირთულეების გამო. შესანიშნავი კულინარია. ბავშვებს მკაცრად ზრდის, თუმცა ყოველთვის სამართლიანია მათთან.
როგორი ცოლია ტყუპი?
საინტერესოა, რომელ ერთზე მეკითხებით? ისინი ხომ ორნი არიან.
მინუსები – ჭკუამხიარული, არაპროგნოზირებადი და ცვალებადია. დაოჯახების საკითხს ძალზე მარტივად უყურებს, ისევე, როგორც ზოგადად, ცხოვრებას. ძნელად იტანს რუტინას და ერთფეროვნებას (მათ შორის, ჭეშმარიტი ცოლის ფუნქციებს რეცხვა-ლაგება-ბავშვის მოვლას).
პლუსები – მხიარული და ოპტიმისტია. შეუძლია, ხასიათი ნებისმიერ სიტუაციაში გამოგიკეთოთ. გაბრაზება მალე გადასდის და გულში წყენის ჩატოვება არ ახასიათებს. შესანიშნავად ართობს სტუმრებს. ზოგადად, უყვარს სახლში სტუმრიანობა. ასეთ სიტუაციაში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
როგორი ცოლია კირჩხიბი?
"ჭეშმარიტი ცოლი" ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნის ცოლებს შორის.
მინუსები – ეჭვიანი, მესაკუთრე და ბუტიაა. არ უყვარს ფულის ხარჯვა, მისი დაგროვება ურჩევნია. ასე თავს სტაბილურად და ბედნიერად გრძნობს. წყენას დიდხანს იმახსოვრებს, მის შემოსარიგებლად ყოველ ჯერზე დიდი მონდომება დაგჭირდებათ.
პლუსები – შესანიშნავი დედა და დიასახლისია. შეუძლია სახლში სიმყუდროვისა და სითბოს ატმოსფერო შექმნას, ერთნაირი სიყვარულით ზრუნავს ქმარზეც და შვილებზეც. რბილი და დამთმობია, მამაკაცს თავზე არასოდეს გადაახტება. ყოველთვის ურჩევნია, პირველობა ძლიერი სქესის წარმომადგენელს დაუთმოს. მეტიც, მოსწონს, როცა მასზე ზრუნავენ.
როგორი ცოლია ლომი?
იდეალური ან იდეალურთან მიახლოებული, თუ ხელისგულზე ატარებთ.
მინუსები – ამბიციური, ამაყი და თავნებაა. თვლის, რომ თუ მთელი დედამიწა არა, ქმარი და ქმრის ოჯახის წევრები მაინც აუცილებლად მის გარშემო უნდა ტრიალებდნენ. წყენას ადვილად ვერ პატიობს. ითხოვს მუდმივ ყურადღებას, თაყვანისცემასა და საჩუქრებს.
პლუსები – დიდსულოვანი და გულუხვია, განსაკუთრებით, მეგობრების მიმართ. თუ ქმრის მეგობრებიც დაიმეგობრა, მათ მიმართაც ანალოგიურად გამოიჩენს გულისხმიერებას. ყოველთვის ფორმაშია, ამიტომ მეუღლეს შეუძლია, მისით სახალხოდ მოიწონოს თავი.
როგორი ცოლია ქალწული?
მისი სახით პირად დიეტოლოგს ან პერსონალურ მედდას შეიძენთ.
მინუსები – ზედმეტად პრეტენზიული და პედანტია. ვერ იტანს, როცა ვინმე მის დალაგებულს ურევს. უფრო მეტად ვერ იტანს ფულის უაზროდ ხარჯვას. ამიტომ ყოველ კაპიკზე გამოგედევნებათ, თუ თქვენ ბუნებით ხელგაშლილი და მფლანგველი ხართ. არ უყვარს მოუწესრიგებელი ხალხი, შესაბამისად, გაიძულებთ, ჰიგიენის ნორმები ზედმიწევნით დაიცვათ.
პლუსები – დაკვირვებული, მზრუნველი და ერთგული ცოლია. მისი სახით კარგ თანაშემწეს და მეგობარს შეიძენთ, რომელიც ნებისმიერი სირთულის სამუშაოს შესრულებაში დაგეხმარებათ. იგი არასოდეს გაატანს ფულს ქარს და ყოველთვის ეცდება, საოჯახო ბიუჯეტი გონივრულად დაგეგმოს.