20 ჩვევა, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ
20 ჩვევა, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ
დავიწყო დიეტა, თავი დავანებო მოწევას (თუკი ვეწევი), დავიწყო ვარჯიში – ყველამ კარგად ვიცით ამ გლობალური ცვლილებების ფასი.
ცხოვრებისეული სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე გრძელი გზის დაწყებაც კი უფრო მარტივია მოკლე ნაბიჯებით.
გთავაზობთ 20 მარტივ იდეას, რომლებიც თქვენს ცხოვრებას ბევრად სასიამოვნოს გახდის.

1.
გაუღიმეთ ყველას, მნიშვნელობა არ აქვს, ნაცნობია ის თუ უცნობი.

2.
დილით, გაღვიძებისას, გაიზმორეთ, როგორც კატა. შემდეგ დადექით იატაკზე და მიეცით სხეულს საშუალება, "აიკრიფოს": თავისუფლად გადაიხარეთ წინ – ძალდატანების გარეშე, უბრალოდ, მიენდეთ საკუთარი სხეულის სიმძიმეს. მაქსიმალურად მოადუნეთ კისერი, ხერხემალი და
დაჰყავით ამ პოზაში 5-6 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა.

3.
ყოველთვის თან ატარეთ უბის წიგნაკი (შეგიძლიათ ელექტრონული), რათა მაშინვე ჩაინიშნოთ კარგი აზრები, თუკი ისინი თავში მოგივათ.

4.
იპოვეთ წითელი პომადის ის ტონი, რომელიც მართლაც უხდება თქვენი კანის ფერს.

5.
სამსახურამდე ან სახლამდე გზის ნაწილი ფეხით გაიარეთ – დღეში ნახევარი საათი სიარული სრულიად საკმარისი იქნება.

6.
სცადეთ ხშირად უპასუხოთ "არა" – განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როცა "კის" მხოლოდ იმიტომ ამბობთ, რომ ვიღაცას ასე მოსწონს ან უნდა.

7.
ჩამოწერეთ საყიდლების სია იქამდე, სანამ მაღაზიაში წახვიდოდეთ.

8.
ნუ მოინუსხებით სერვისებით, რომლებიც გამუდმებით ცდილობენ, მიგიზიდონ აქციებითა და ფასდაკლებებით.

9.
თუნდაც ერთხელ ამ ზამთარში, მოახერხეთ და წადით თხილამურებით ან ციგურებზე სასრიალოდ. უბრალოდ ისე – იქნებ მოგეწონოთ?

10.
გადადით დამატენიანებელ კრემზე SPF-ეფექტით.
reclama

11.
დაიწყეთ ხარჯების აღრიცხვა (ჩამოწერა), თვის ბოლოს კი ნახეთ, რა მიიღეთ.

12.
მიიტანეთ ოფისში ქოთნის ყვავილი და გააცოცხლეთ თქვენი სამუშაო ადგილი.

13.
შეადგინეთ საქმეების სია პირდაპირ კალენდარზე, დღის ან საათის აღნიშვნით.

14.
მოძებნეთ კარგი მკერავი და შეუკვეთეთ ის სამოსი, რომელიც მხოლოდ თქვენ მოგიხდებათ და ძალიან დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

15.
აუცილებლად ჭამეთ იქამდე, სანამ პროდუქტების საყიდლად გაეშურებოდეთ.

16.
დაიდეთ ჩოგბურთის ბურთი სამუშაო მაგიდის ქვეშ, დღის განმავლობაში გაიხადეთ ფეხზე და აგორავეთ ის ტერფებით.

17
. დალიეთ რამდენიმე ყლუპი სუფთა წყალი, როცა ტუალეტიდან დაბრუნდებით.

18.
ისარგებლეთ პროფესიონალი კონსულტანტის რჩევით და მოძებნეთ ბიუსტჰალტერის ის ფორმა და ზომა, რომელიც თქვენ მართლაც გიხდებათ და კარგად გაქვთ.

19.
გამორთეთ ყველა ელექტრონული მოწყობილობა დაწოლამდე ერთი საათით ადრე.

20.
დაწექით 20 წუთით ადრე იქამდე, სანამ დაგეძინებათ.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
12:09 / 28-11-2017
სიმძიმე კუჭში, უხასიათობა, აპათია - ასეთი ტვირთით ცხოვრებაში საწადელს ვერ მიაღწევ. აი, ე.წ. დეტოქს-დღის დახმარებით კი ყველა თქვენი გრანდიოზული გეგმის განხორციელება არის შესაძლებელი.
14:36 / 17-11-2017
თუ დილით თავს ცუდად გრძნობთ და დაღლილი იღვიძებთ, ეს გახლავთ სიგნალი, რომ ორგანიზმს С ვიტამინი ესაჭიროება.
15:43 / 04-10-2017
სულ რამდენიმე რჩევა დაგეხმარებათ, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გაიუმჯობესოთ ცხოვრება, ამ ცვლილებების შედეგი კი სიამოვნებას მოგიტანთ და ცხოვრებას ბევრად გაგიმარტივებთ.
14:10 / 18-08-2017
ვის არ უყვარს კაკაო? არომატული, გემრიელი. აცტეკები მას ძვირფას სასმელს ეძახდნენ. რამდენი ჭიქა კაკაო უნდა დალიოთ დღეში და რა საშიშროება გელით, თუ მასზე უარს იტყვით.
12:33 / 04-08-2017
ამ ჩვევებისგან გათავისუფლება, ენერგიის უდიდეს წყაროს მოგვცემს და წარმატებაც არ დააყოვნებს. მაშ ასე, რა არ უნდა გავაკეთოთ, თუკი გვსურს, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ.
14:21 / 21-07-2017
რიჩარდ გირს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს და ზედმეტი რეკლამა არ სჭირდება, მაგრამ ახლახანს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს ემოციების ტალღა მოჰყვა.
16:15 / 05-07-2017
ამ ისტორიას ჩემი მეგობრის ნებართვით გიყვებით. ის ძალიან კარგი, თბილი, ყოჩაღი და ხალისიანი გოგოა, ოღონდ ხანდახან დიდი და წყლიანი თვალები ჩუმი სევდით ევსება... ჩემი მეგობარი ე. წ. მარტოხელა დედაა...
14:50 / 07-06-2017
არაფერია უარესი ქალზე, რომელიც მაღალ ქუსლებზეა შემდგარი და სიარული არ იცის. მაღალი ქუსლები ჭიმავს სილუეტს, ფეხებს მოხდენილობას სძენს, მაგრამ მოუქნელი ნაბიჯებითა და მოხრილი მხრებით, წამში ყველაფერს აფუჭებს. არადა, ხანდახან როგორ გინდა, ტოპ-მოდელს დაემსგავსო!
11:53 / 21-04-2017
ქალი მამაკაცის წინაშე მუდამ სხვადასხვაგვარად უნდა წარდგეს, მაშინ მისდამი ინტერესი არასოდეს გაქრება.
13:58 / 10-03-2017
რაღაც ძალიან, ძალიან მეწყინა... არა, კი არ მეწყინა, მეტკინა... თანაც ისე ყრუდ და მტანჯველად, რომ კინაღამ ღრიალი დავიწყე... უცებვე მივხვდი, თავი ხელში უნდა ამეყვანა და მიმეღო ყველაფერი ისე, როგორც გარდაუვალი აუცილებლობა, როგორც მძიმე დაბრკოლება, რომელიც თუნდაც საკუთარი ღირსების გამო უნდა გადალახო...
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
რა გელით 2018 წელს – საახალწლო წინასწარმატყველება
15:06 / 07-12-2017
ყველა იმედით ვუყურებთ ახალი წლის დადგომას და ეს ასეც უნდა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მომავალი ჩვენს ხელთაა და არავინ ჩვენ მაგივრად არ განაგებს ჩვენს ბედს, მაინც გვჯერა, რომ უხილავი ძალა წინასწარ გვიმზადებს რაღაც განსაკუთრებულს.
5 ყველაზე რთული ზოდიაქოს ნიშანი. მათთან მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ ურთიერთობა!
15:22 / 06-12-2017
12 ზოდიაქოს ნიშნებს შორის არსებობს ხუთი ყველაზე პრობლემური წარმომადგენელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი არასასიამოვნო ადამიანები არიან – უბრალოდ, ჰოროსკოპის ეს ნიშნები იმდენად სპეციფიკური ბუნებისანი არიან, რომ მათთან ურთიერთობა მარტივი არ არის.
ხერხები, რომლებიც ფულს იზიდავს! ნამდვილად არ მაწყენდა ამის ცოდნა...
11:36 / 04-12-2017
ხანდახან ძნელია რაიმის დაჯერება, განსაკუთრებით, როდესაც მას ლოგიკური ახსნა არ გააჩნია. ამის მიუხედავად, მათი მოქმედება არ მცირდება.
რაზე მეტყველებს ადამიანის სახელის პირველი ასო - გაიგეთ, როგორი ხართ სინამდვილეში
15:00 / 30-11-2017
ა - ლიდერი, ინიციატორი, ბავშვობიდან დამოუკიდებელი, აქტიური, ამბიციური.
ეს შენ! როგორ უნდა აარჩიოთ და აჩუქოთ საჩუქარი
14:44 / 29-11-2017
...რომ უფრო მეტი სიხარული მოიტანოს მან!
10 რამ, რაც ხასიათს 30 წამში გამოგიკეთებთ
11:20 / 26-11-2017
ხანდახან ძალიან ცუდ განწყობაზე ვდგებით. ცუდი ამინდი, ვიღაცის მზერა ან უბრალოდ, დაღლილობა... გსურთ, გამოიკეთოთ ხასიათი? პირდაპირ ახლა, ყოველგვარ მიზეზს გარეშე?
რაც უფრო ადრე შეუდგებით სახლის მორთვას საახალწლოდ, მით უფრო ბედნიერი წელი იქნება - აი, რატომ
18:13 / 23-11-2017
თქვენს სახლში ნაძვის ხე ახალი წლის დადგომამდე მხოლოდ ერთი დღით ადრე იდგმება? მანდარინის სურნელი მხოლოდ ახალი წლის ღამეს იგრძნობა?
14 მეთოდი, გახდე უკეთესი ადამიანი 2018 წელს
13:19 / 23-11-2017
ახალი წლიდან ახალი ცხოვრების დაწყება – საუკეთესო იდეაა. მაინც რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ 2018 წელს უკეთესად ვიცხოვროთ?
10 მიზეზი იმისა, რომ დღეში მინიმუმ 8-ჯერ ჩავეხუტოთ ერთმანეთს
13:08 / 23-11-2017
ბოლო დროს სულ უფრო ხშირად გვესმის ჩახუტების და ამგვარად ერთმანეთის მიმართ სითბოს გამოხატვის დადებით თვისებებზე. ჩახუტების საერთაშორისო დღეც კი დაწესდა. ადამიანები აწყობენ ერთგვარ ფლეშმობებს, დგებიან ქუჩაში და გამვლელებს ჩახუტებისკენ მოუწოდებენ.
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31