როდის იგრძენით ბოლოს თავი ბედნიერად? აი, როგორც ბავშვობაში? არის ერთი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ, განიცადოთ დადებითი ემოციები ხშირად და თავი მშვიდად იგრძნოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ისწავლოთ ცხოვრება აქ და ახლა!
”გუშინდელი დღე გავიდა, ხვალინდელი ჯერ არ დამდგარა. არსებობს მხოლოდ დღეს. ახლა.” - საოცრად მარტივი თეორიაა, არა? და ასეთივე რთული პრაქტიკა. ჩვენ ახლა და აქ ვცხოვრობთ, მაგრამ ვერ ვაცნობიერებთ ამას. ავტომატურად ვმოქმედებთ. დაუსრულებელი რბოლა, რომელსაც ბოლო არ უჩანს.
გაეცანით ცნობილი ბიზნესმენისა და მსოფლიოში სახელგანთქმული ლექტორის, სტივენ შაპიროს გამოცდილებას. ერთხელ მან ყველაფერი დაკარგა: სიმშვიდე, ოჯახი, სამსახური და მომავლის იმედი. კარიერულ მიზნებსა და მატერიალური კეთილდღეობის მოხვეჭას შეეწირა და ფსკერზე აღმოჩნდა.
საკუთარი თავის საპოვნელად, სტივენმა უძრავი ქონება გაყიდა და ავტომობილით 20.000-კილომეტრიანი დისტანციის მოგზაურობაში გაემგზავრა. გზად 150-მდე მიცემული ინტერვიუ მისთვის ახალი ფილოსოფიის წყაროდ იქცა. ფილოსოფიის ”უმიზნო ცხოვრება”, აქ და ახლა, რომელიც უკვე 10 წელია, მილიონობით ადამიანს შთააგონებს.
იცხოვრე აქ და ახლა
იცხოვრე ისე, რომ ცხოვრებამ სიხარული მოგანიჭოს
უმიზნოდ რომ იცხოვროთ, თითოეულ დღეს რაღაც მიზანი უნდა დაუსახოთ. აკეთოთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, დრო განსაკუთრებული მოვლენებით შეავსეთ. ნუ იარსებებთ - იცხოვრეთ! არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება ხვალინდელი დღე, დატკბით ყოველი მომენტით..{{ArticleSplitCont}}
იმოძრავეთ კომპასით და არა რუკით
მიეცით ცხოვრებას მიმართულება, გატაცებებისა და მისწრაფებებისგან გამომდინარე - დაე, იყოს ეს თქვენი კომპასი. მაგრამ ნუ დაგეგმავთ მთელ ცხოვრებას და ერიდეთ კატეგორიულ გადაწყვეტილებებს. დაიტოვეთ გზის შეცვლის საშუალების შანსი.
ნუ შეგეშინდებათ გზიდან არასწორად გადახვევის
სინამდვილეში, სწორი და არასწორი გადაწყვეტილება არ არსებობს. არსებობს უბრალოდ გადაწყვეტილება. წარუმატებლობაც არ არსებობს - მხოლოდ პიროვნული ზრდის შესაძლებლობა. თუ გეჩვენებათ, რომ გადახვევას აზრი არ აქვს, იფიქრეთ მასზე, როგორც ახალი გამოცდილების მიღების შანსზე. {{ArticleSplitCont}}
ეძიეთ თავგადასავლები
გახადეთ ცხოვრება უჩვეულო და საკუთარი თავისთვისაც კი მოულოდნელი. შეიცვალეთ საცხოვრებელი და სამსახური, სინჯეთ რაიმე ახლით დაკავება. გამოიკვლიეთ და იმპროვიზაცია მოახდინეთ.
იყავით მუდამ მზად
შესაძლებლობები ყოველ ნაბიჯზე გველოდება, მაგრამ ყოველთვის არ ვართ მათთვის მზად. ყურადღებით მიმოიხედეთ და შენიშნავთ იმას, რასაც ადრე ვერ ამჩნევდით. ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ჩვენ ცხვირწინაა.{{ArticleSplitCont}}
იყავით მაგნიტი, მიიზიდეთ ადამიანები
ნუ დაგეგმავთ გაცნობებს, მთავარია, შეარჩიოთ ადგილები, სადაც ხალხია. როდესაც ადამიანებთან ურთიერთობთ, გაუზიარეთ მათ საკუთარი მისწრაფებები. ხანდახან ცხოვრება რადიკალურად იცვლება იმ ადამიანების წყალობით, რომლებისგანაც ყველაზე ნაკლებად ველით.
აღიარეთ, რომ სრულყოფილი არ ხართ
თითოეულს აქვს მხარეები, რომელთა სამყაროსთვის ჩვენება არ სურს, მაგრამ ნუ ეცდებით საკუთარ თავთან შერკინებას და იდეალურად წარმოჩენას. გამოავლინეთ ნაკლი და შეხედეთ მას, როგორც ძალების წყაროს. ნაკლი - პიროვნების ნაწილია, რომელიც უნიკალურს გხდით.{{ArticleSplitCont}}
ნუ იფიქრებთ საბოლოო შედეგზე
იმოქმედეთ და ნუ ჩაეჭიდებით საბოლოო შედეგს, შეინარჩუნეთ ემოციური დამოუკიდებლობა. ნუ მიილტვით დიდი ფულისკენ, შემატეთ სამყაროს ფასეულობა სხვების დახმარებით. სამყარო და ადამიანები იმავეთი გიპასუხებენ.
ნუ იდარდებთ, თუ ყველა ჩამოთვლილ პუნქტს ვერ გამოიყენებთ. დაიწყეთ იმით, რაც ყველაზე იოლია, მაგრამ არ შეჩერდეთ. ყოველდღე თითო ნაბიჯი გადადგით და ერთხელაც თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად ბედნიერი გახდება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. უბრალოდ, დაიწყეთ! ბედნიერება ხომ აქ არის...