ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის ცოლობაა ყველაზე რთული ქალისთვის
ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცის ცოლობაა ყველაზე რთული ქალისთვის
გავრცელებული აზრია - მამაკაცები ბავშვებივით არიან - ინფანტილურად აზროვნებენ, მხოლოდ საკუთარ პრიორიტეტებს აყენებენ წინა პლანზე და მაქსიმალურად არ სურთ, შეიზღუდონ თავისუფლება. ნაწილობრივ, იქნებ ასეც გახლავთ. თუმცა, იმ ფაქტსაც ვერსად დავემალებით, რომ არსებობენ გამონაკლისებიც - მზრუნველი, ერთგული, მეოჯახე, შვილებსა და მეუღლეზე ორიენტირებული მამრებიც. თუმცა, მათი გულის მოსაგებად, ქალსაც არანაკლები დოზით მოეთხოვება გარჯა და მუშაობა საკუთარ თავზე. დღეს კი მინდა იმ ტიპის მამაკაცებზე ვისაუბროთ, ვისთან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაც საკმაოდ რთული და ხშირად აბსოლუტურად აუტანელიც კი შეიძლება იყოს ქალისთვის. მამაკაცი-ნარცისები ჩვენს "ასტრო-ობიექტივში".

ქალწული - დეტალებზე ორიენტირებული, ქრონიკული "ვორკოჰოლიკი" და წესრიგზე შეყვარებული მამრია. მართალია, ყოველთვის აქვს ფული და კარგი ფინანსური ბეგრაუნდის პატრონია, მაგრამ მერწმუნეთ, მხოლოდ ამ მოტივაციით მასთან ოჯახის შექმნა არ ღირს. მით უმეტეს, თავადაც ძნელად იღებს დაოჯახების გადაწყვეტილებას. ქალწული მამაკაცი რთულად ასატანი ქმარია. მის ცოლს მოეთხოვება, მუდამ იყოს მოწოდების სიმაღლეზე, სახლი იდეალურ წესრიგში იქონიოს, თავად კი ჰიგიენურად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამასთანავე - არაგამომწვევად. იცოდეს ფულის ყადრი და გონივრული ეკონომია. ნაკლებად უბურღოს ქმარს ტვინი სამსახურის შემდეგ, როცა იგი საღამოს სიმშვიდეში გატარების მომხრე იქნება. გახსოვდეთ, იგი შეშლილია საკუთარ გარეგნობასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ მოგეთხოვებათ, შეისწავლოთ მისი კვების გრაფიკი, კვებოთ საათობრივად და რაც მთავარია, ჯანსაღად. მოკლედ, იზრუნოთ მისი ნარცისული იმიჯის მაქსიმალურ სრულყოფაზე.

ბონუსად მიიღებთ ერთგულ ქმარს, რომელიც იშვიათად დადის საეჭვო ყოფაქცევის ქალებში, საღამოებს მუდამ ატარებს სახლში და მუდმივად ზრუნავს თავისი მატერიალური დონის ამაღლებაზე.


სასწორი - შარმიანი, გალანტური, უზომოდ ქარიზმატული და დელიკატური კაცია. უკვე თუ მოასწრო და საკუთარი განუმეორებელი იმიჯით დაგახვიათ თავბრუ, ალბათ, არც კი მიაქცევთ ყურადღებას იმას, რომ ამ კაცს გადაწყვეტილების მიღება საშინლად უჭირს. მუდმივად სჭირდება კონსულტაციის გავლა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საკუთარ ადვოკატთან იმის შესახებ, გადადგას
You must have Flash Player installed in order to see this player.
თუ არა ესა თუ ის კონკრეტული ნაბიჯი ცხოვრებაში. ქორწინებამდეც, სავარაუდოდ, თქვენი შემტევი ხასიათი მიგიყვანთ და არა მისი გულმოდგინება, შექმნას ოჯახი. როგორც ქმარი, იგი არასოდესაა უხეში, მაგრამ პერიოდულად მისი ინერტულობა და აბსოლუტური უმოქმედობა აუცილებლად გაგაბრაზებთ. მას არ მოეწონება, თუკი თქვენ ვიზუალურ იმიჯზე გამუდმებით არ იზრუნებთ. აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას მომატებული კილოგრამების ან არეული სახლის გამო. თუმცა, იმავე ნაკლის ქონის უფლებას საკუთარ თავს დიდსულოვნად მისცემს. ყოველთვის დაელოდება თქვენგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და ეცდება, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ცხოვრებაში შეექმნება, თქვენგან მიღებულ რჩევას ან მოსაზრებას გადააბრალოს.

ბონუსად მიიღებთ ქმარს, რომელიც "საგარეო სამკაულად" გამოგადგებათ. რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდება ოჯახში? სამაგიეროდ, გარშემო მყოფები მუდამ შურის თვალით დაგიწყებენ ცქერას თქვენ - ასეთი მომხიბვლელი, ენაწყლიანი, გალანტური და ნიჭიერი კაცის ცოლს, რომელსაც არასოდეს, არავისთან არაფერი ეშლება. გაგრძელება
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ბავშვის ფიზიკური განვითარება
წონა დაბადებისას :
გრ
სიმაღლე დაბადებისას :
სმ
თავის გარშემოწერილობა დაბადებისას :
სმ
თვე
მსგავსი სიახლეები
11:14 / 16-08-2017
მამაკაცების დიდი ნაწილი ხშირად აბსოლუტურად ვერ ახერხებს გამოიცნოს ქალური ფსიქოლოგიის არცთუ მარტივი ნიუანსები.
11:45 / 12-08-2017
ასტროლოგები ადმიანებს თორმეტ ფსიქოტიპად ყოფენ.
10:12 / 09-08-2017
პარტნიორული ურთიერთობები რთული თემაა და ყველა შემთხვევა ინდივიდუალურ მიზეზებზე გადის. განსხვავებულია, რა თქმა უნდა, განქორწინებისა და წყვილს შორის უთანხმოების მიზეზებიც.
10:56 / 02-08-2017
ადამიანები სხვადასხვაგვარები არიან. შესაბამისად, ზოგის ხასიათში სისასტიკის ელემენტები ჭარბობს, ვიღაცას ანგარიშიანობა ახასიათებს, ზოგი კი უბრალოდ და უკიდეგანოდ კაცთმოყვარეა.
10:31 / 31-07-2017
ზაფხულის ბოლო და ყველაზე ცხელი თვე შედის ძალაში.
11:33 / 26-07-2017
იცით თუ არა, რომ ადამიანში არსებულ სექსუალურ პოტენციალზე არამხოლოდ ვარსკვლავების განლაგება, არამედ კვირის ის დღეც ახდენს გავლენას რომელ დღესაც იგი დაიბადა.
10:37 / 21-07-2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, კონკრეტული მახასიათებლებით გამოირჩევა.
10:52 / 14-07-2017
სიყვარულში იმედის გაცრუება ვის არ გადაუტანია, თუმცა არსებობს განსაკუთრებით "რთული" შემთხვევებიც, როცა საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან მტკივნეული და აუტანელია.
10:06 / 12-07-2017
ასტროლოგებმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაადგინეს, რომ მჭიდრო კავშირი არსებობს პოლიტიკოსის მონაცემებსა და ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშნებს შორის.
11:21 / 11-07-2017
ცხოვრება რთული რამაა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ადამიანები ინდივიდუალურად აღიქვამენ თავს დატეხილ პრობლემებსა და სირთულეებს.
ვიდეო სიახლეები
ამ კატეგორიების სხვა სიახლეები
როდესაც შევიტყვე, რაზე იყო ეს სტატია, ორჯერ გადავიკითხე! თავს განახლებულად ვგრძნობ...
13:37 / 09-08-2017
როდის იგრძენით ბოლოს თავი ბედნიერად? აი, როგორც ბავშვობაში? არის ერთი პრაქტიკა, რომელიც დაგეხმარებათ, განიცადოთ დადებითი ემოციები ხშირად და თავი მშვიდად იგრძნოთ, რაც არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ ისწავლოთ ცხოვრება აქ და ახლა!
10 ქალური ჩვევა, რომლებიც მამაკაცებს აღიზიანებს
13:35 / 09-08-2017
ალბათ გაღიზიანებთ თქვენი პარტნიორის ჩვევა, როდესაც წინდებს სავარძლის უკან აგდებს, ან სანთებელათი ხსნის ლუდის თავსახურს. გაგიჟებთ, არა? რატომ არ წყვეტს ამის გაკეთებას? იმიტომ, რომ თქვენ თავადაც გაქვთ ჩვევები, რომლებიც მას აღიზიანებს.
საკუთარი სხეულის რომელი ნაწილი არ მოსწონთ ქალებს
14:47 / 07-08-2017
თურმე, ქალების ერთ მესამედს საშინლად არ მოსწონს საკუთარი თავი.
30 ჩვევა, რომელიც არ გვაძლევს საშუალებას წინ წავიდეთ
12:33 / 04-08-2017
ამ ჩვევებისგან გათავისუფლება, ენერგიის უდიდეს წყაროს მოგვცემს და წარმატებაც არ დააყოვნებს. მაშ ასე, რა არ უნდა გავაკეთოთ, თუკი გვსურს, რომ ერთი ადგილი არ ვტკეპნოთ.
20 ჩვევა, რომელიც ცხოვრებას საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ
10:15 / 03-08-2017
დავიწყო დიეტა, თავი დავანებო მოწევას (თუკი ვეწევი), დავიწყო ვარჯიში – ყველამ კარგად ვიცით ამ გლობალური ცვლილებების ფასი.ცხოვრებისეული სიბრძნე კი გვასწავლის, რომ ყველაზე გრძელი გზის დაწყებაც კი უფრო მარტივია მოკლე ნაბიჯებით.
25 ნიშანი იმისა, რომ თქვენ უკვე წარმატებული ხართ, თუნდაც ამას ჯერ თავად ვერც აცნობიერებდეთ
11:07 / 02-08-2017
ფსიქოლოგმა შენონ კაიზერმა წარმოადგინა იმ ნიშნებისა თუ ფაქტების სია, რომლებიც ეხმარება ადამიანებს გაიგონ, მიაღწიეს თუ არა წარმატებას ცხოვრებაში.
გადაიკითხე ეს 35 ფრაზა კვირაში მინიმუმ ერთხელ!
11:06 / 01-08-2017
1. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც მშვენიერია.2. თუ ყოყმანობ, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.
13 პოზა, რომელიც დაკვირვებულ მოსაუბრესთან თქვენს ხასიათს გასცემს
11:41 / 24-07-2017
როგორ ზიხართ მაგიდასთან, სავარძელში, იქნებ იატაკზე მოგწონთ ჯდომა? რაზე მიუთითებს თქვენი პოზა მოსაუბრეს?
მამაკაცებს უყვართ პუტკუნა ქალები, მათ აღაფრთოვანებთ მადისაღმძვრელი სიმსუქნე!
11:18 / 17-07-2017
ყველა ქალი ოცნებობს დაიკლოს ზედმეტი კილოგრამები, რომ მამაკაცებს მოაწონონ თავი, მაგრამ იქნებ, ჯერ მამაკაცების აზრი მოგესმინათ მსუქან ქალებზე.
გონების სავარჯიშო და ენერგიის წყარო - რა "სარგებლობა" მოაქვს ჭორაობას
15:24 / 07-07-2017
ეს სტატია უფრო იუმორისტული ხასიათისაა და სახალისო, თუმცა სიმართლის მარცვალსაც შეიცავს...
გამოკითხვა
რომელ მომსახურებას იყენებთ ყველაზე ხშირად ფასდაკლების საიტებზე?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31