არსებობს აზრი იმის შესახებ, რომ ბავშვებს იმის დანახვა შეუძლიათ, რასაც უფროსები ვერ ხედავენ.
შესაძლებელია, ეს მათ მდიდარ ფანტაზიას და წარმოსახვის უნარს უკავშირდებოდეს, მაგრამ შეიძლება ბავშვის ფანტაზია სულაც არ იყოს და ყველაფერი, რაც ჩვენთვის მისტიკის სფეროს განეკუთვნება, რეალურად არსებობდეს. მაგალითად, ამბობენ, რომ ბავშვები და შინაური ცხოველები ადამიანის აურას ხედავენ. აურა — ყველა ადამიანის ირგვლივ არსებული ენერგეტიკული ველია, რომელიც ქვემოთ ხსენებული 9 ფერიდან რომელიმე ფერის არის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მას ბავშვები ხედავენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი დანახვის შესაძლებლობა უფროსებსაც ჰქონიათ.
როგორ უნდა დაინახოთ?
I ნაბიჯი: დადექით ღია ფერის ერთფეროვან კედელთან (საუკეთესო ვარიანტია თეთრი).
უნდა გეცვათ თავისუფალი ტანსაცმელი და ხელის სიგრძის დაშორებით იდგეს დიდი სარკე, ისე, რომ საკუთარ თავს სრულად ხედავდეთ. თუ ასეთი სარკე არა გაქვთ, შეგიძლიათ პატარა სარკე გამოიყენოთ და მხოლოდ თავის ირგვლივ შექმნილ ენერგეტიკულ ველს დააკვირდეთ. ამ შემთხვევაში, დახმარება სხვას სთხოვეთ, რომ სარკე რამდენიმე წუთით, თავის სიმაღლეზე დაგიჭიროთ.
II ნაბიჯი: გაასწორეთ სინათლე
აურის ნახვა ყველაზე უკეთესად დღის სინათლეზე შეიძლება. თუ ფანჯრები აღმოსავლეთის მომართულებით მდებარეობს, პროცედურა დილით უნდა ჩაატაროთ, ხოლო თუ დასავლეთით — საღამოს საათებში.
III ნაბიჯი: მოახდინეთ ხედვის კონცენტრაცია ერთ წერტილში
დახუჭეთ თვალები და მოდუნდით. ჩაიხედეთ სარკეში და 5-10 წუთის მანძილზე რაც შეიძლება იშვიათად ახამხამეთ თვალები. მხედველობის კონცენტრაცია მოახდინეთ ცხვირის წვერზე. თუ თვალები დაგეღლებათ, მოჭუტეთ და შემდეგ ისევ გაახილეთ. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ დაინახავთ, რომ თქვენი სხეული გამჭვირვალე, რომელიმე ფერის ნათებას ასხივებს.
წაიკითხეთ აურის ფერის მნიშვნელობა