ზოგჯერ დგება ცხოვრებაში პერიოდი, როცა ყველაფერი ცუდად მიდის - არაფერი გამოგდის და საშინელ ხასიათზე ხარ. ეძებთ მიზეზებს და ვერ პოულობთ.
იქნებ ნეგატიური ნივთები შემოიხვიეთ გარს? იქნებ ეს არის თქვენს ცხოვრებაში ქაოსის შემომტანი?
მოკლედ, დანამდვილებით არავინ იცის, ენდოს თუ არა ამ ძველ ტრადიციებს, მაგრამ ცდა მაინც ღირს: გათავისუფლდით ამ 10 ნივთისგან:
1. "მკვდარი" ნივთები
საუბარია გამხმარ ან ხელოვნურ ყვავილებზე. ცოცხალ ყვავილებს კი მოვლა მართებთ, რათა ჭკნობისგან დაიცვათ. სხვაგვარად, დადებით აურასთან პრობლემები გარდაუვალია.
2. ნახატები ან ფოტოსურათები, სადაც სტიქიური უბედურებაა გამოსახული
საუბარია არამხოლოდ გლობალურ კატასტროფებზე, აურას ძლიერი წვიმისა და სხვა ავდრის გამოსახულებაც ანგრევს.
3. უცნაური ნივთები
თუ თქვენი ბოიფრენდი უკვე ყოფილია, საჭირო არ არის, აივანზე მისი ციგები, ბოტასები ან წინდები შეინახოთ. თუ ვინმემ უცნაური სუვენირი გაჩუქათ, გადააგდეთ სასწრაფოდ.
4. გაჩერებული საათი
ყველამ იცის, რომ ეს ცუდი ნიშანია.
5. ძველი ცოცხი
ნივთები, რითიც სახლს ალაგებთ, იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს.
6. ფოტოები, რომლებიც დადებით ემოციებს არ იწვევს
ყველაფერი, რაც თავს ცუდად გაგრძნობინებთ, უნდა გადაყაროთ.
7. წვრილმანი ნაგავი ჯიბეებში, საფულეში
როგორც ამბობენ, ყველა დიდი პრობლემა წვრილმანებისგან იქმნება. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონია იყოს, მიხედეთ წვრილმანებს.
8. ნივთები, რომლებითაც უკვე 3 წელია, არ სარგებლობთ
ყველა ნივთი აგროვებს ენერგიას: თუ სარგებლობთ - თქვენს ენერგიას, თუ არა - "გამყინვარების" ენერგიას. გადაყარეთ "გამყინვარების" ენერგიის მქონე ნივთები, რათა ეს თქვენზე და თქვენს ახლობლებზე არ აისახოს.
9. გატეხილი სარკე
გატეხილი სარკე ან ნებისმიერი დამსხვრეული მინა ფატალური განშორების სიმბოლოა. ამიტომ გააკონტროლეთ, რომ ყველა სარკე და ჭურჭელი საღი იყოს.
10. ძველი ნივთები
თუ ძველ ტანსაცმელს გადასაყრელად ვერ ელევით, არ არის აუცილებელი, შინ შეინახოთ. წაიღეთ აგარაკზე ან სოფელში ბებოსთან. თუ ასეთი ვარიანტები არ გაქვთ, სხვა გზა არ არის: უნდა გადაყაროთ. ყველამ იცის, რომ ძველი ნივთები უარყოფით ენერგიას აგროვებს.